0

იაღლიში არ მინდა რა მომივიდეს და ვაპროსს გიგდებ

მომენტი როცა ვიღაცა გეკაჩავება და შენ გაიასნებას თხოვ სიტუაციის

რა პონტია ჟარგონებით ბაზარი? გააიასნე ბრატუხა და დალშე ვიბაზროთ. ისეთპონტში იაღლიში არ მინდა რა მომივიდეს და ვაპროსს გიგდებ

0

"ტოო"

დღემდე ამოუხსნელი სლენგი,რომელსაც ბაბულიკი ბიჭები ყველა სიტყვის შემდეგ იყენებენ.

"კაი რას ატრაკებ ტოო" "კაი ტოო" "მართლა ტოო?"

0

ძაღლია ადამიანი!

გამოთქმა პანაშვიდებზე სიგარეტის მოწევის დროს გაისმის ხოლმე, როდესაც მიცვალებულის ახლობელი ეგზისტენციალიზმზე ჩაფიქრდება და ადამიანური ცხოვრების სიმოკლისა და ამაოების გამოსახატად სიტყვა "ძაღლს" იყენებს.

-არა და ზაფხულში რუსეთში აპირებდა წასვლას...
- ეჰჰ, ძაღლია ადამიანი!

0

გატრასე

გაიარე ანუ გააჯვი აქედან

დავაი გატრასე ძმა

0

ეე გვაცალე თამაში რა

ძალიან ხშირად იყენებენ ფეხბურთის მოთამაშე ბავშვები რომლებსაც, ეგრედწოდებული 'ზროსლმა' ბურთი წაართვა და დაბრუნებას არც აპირებს.

-ჩემი ძმა ბურთი მათხოვე აბა..
- კარგი გეყო გვაცალე თამაში რა
- აუ ეს რა გინდა ბავშვია ტოო

0

მითიური ძმაკაცი

გამოგონილი ძმაკაცი, რომელიც ყველაფერში თე*ლია, ხშირად გამოიყენება კომპიუტერული თამაშების დროს "აუ ამას ჩემი ძმაკაცი თამაშობს, დედასუტ*ყნავს"

"ჩემს ძმაკაცთან გათამაშებ გაგხევს რასაც ქვია ბრატ"

0

ნაძაღლარები/ძაღლიშვილები

იხმარება ფეხსაცმელზე რომელიც ამათუიმ პიროვნებას აცვია და არის უცხო გარეგნობის,თვალში ადვილად მოსახვედრი და ცხოვრებიდან გარიყული

ბიჯო..ბიჯოოო.. ნახე რა ნაძაღლარები აცვია..

0

რულზე ვარ

ქართულ ( მამა-პაპურ) სუფრებზე, სასმელის დაძალებისა და შემდეგ დალევისაგან თავის არიდების საუკეთესო და აპრობირებული საშუალება. ძირითადად გამოიყენება ქორწილებში, დაბადების დღეებსა და სადღესასწაულო დღეებში. აღნიშნული ფრაზის გამოყენების საჭიროება არ დგება, ვიწრო ტუსოვკებზე, ახლობლების კამპანიასა და სხვა "ჩაგუდულ პური-ჭამებზე" ყოფნის დროს.

- დალიე ჯიგარო, რატო არ სვავ?
- არა ვერ დავლევ რულზე ვარ.