0

აიქლოუდის პაროლი დამავიწყდა

ეს ფრაზა გამოიყენება მაშინ როცა მეგობრები გთხოვენ ტელეფონის დალობმარდებას იმისთვისრომ ფული გაადაონ

არ გაიხსენოთ პაროლი დდ

0

ვნახოთ წლის ბოლოს ვინ გაიცინებს

ფრაზა, რომელიც ყოველ კლასში მეორდება (თუ სახე არ გადაგეჭიმა) და ფრაზა, რომელსაც იყენებს მასწავლებელი,
მოსწავლის მიმართ
რათა, მოსწავლე
დააინტრიგოს
და მოტივაცია მიცეს, უარესად მოიქცეს
გაკვეთილზე.
ბოლოს მაინც მოსწავლე იცინის.

მაისურაძეეე ვნახავთ წლის ბოლოს ვინ გაიცინებს!

0

ხო არ ჩამოკარი?

რაიმე ქმედების დროს
როდესაც თან სდევს (სიყლევე) და მეგობარი შეკითხავს გაძლევს: ხო არ ჩამოკარი?
შენ ამდროს იცინი!
და პასუხობ: კი უზმოზე.
მაგრამ მეგობარი ვერც კი ხვდება რომ ეს სარკაზმი არ იყო რადგანაც დილით უზმოზე მართლა ჩამოკარი.

-ხო არ ჩამოკარი?
-კი დილით უზმოზე

0

პასუხებს ფოტო გადაუღე რა!

სიტუაცია გაკვეთილზე როდესაც, პასუხები 5იანზე, გიწერია და გინდა 7იანის მიღება,
ამდროს კი მეგობარს თხოვ, რომ პასუხებს გადაუღოს ფოტო, მასწავლებელი როდესაც , ამოწმებს სხვის რვეულს, ამ დროს მეგობარი ფოტოს უღებს პასუხებს,
შემდგომ
ტელეფონს ჩუმად გაძლევს,
ყველაფერი რიგზეა,
მაგრამ მოგდის სმს და პიზდეც!!!

ვერ მოვიყვანე.
არ იყვანება.

0

აბა ერთი პასპორტი გვანახე

მამის ძმაკაცების ერთ-ერთი საუკეთესო ფრაზა,გამოიყენება თავშეყრის ადგილებზე(უმეტესწილად სუფრაზე).მიზნად ისახავს თავიანთი ძმაკაცის შვილის(ბიჭის) ინსტრუმენტის ამოღებას და შეფასებას.

-აგე მოვიდა ჩემი ბიჭი
-აბა ერთი პასპორტი გვანახე

0

"სლედუშიხარ"

" სლედუშიხარ "
ფრაზა,რომელიც გამოიყენებოდა შედარებით სუსტი(ზედმეტი) მოთამაშის წინააღმდეგ.
როგორც წესი ამას მოსდევდა ფრაზა კიდევ ერთი გვაცადე მაზიანზეა და მერე შემოდი.

2 კაცი ვართ წაგებულიდან ავიყვანთ დანარჩენს.

0

გააქვს რამე?

სიტყვას უფრო ხშირად გავიგებთ ახალგაზრდა თაობაში. გააქვს რამე?

გააქვს რამე რო დავბოლდეთ?

0

"შენი ძმობა მაკლია შკაფის თავზე მძინავს"

არასასურველი ახლო ურთიერთობის თავიდან არიდების მცდელობა, რომელიც გამოიხატება საცხოვრებელი სივრცის სივიწროვისა და განმცხადებლის არსებულ სივრცეში განფენილობის ხარისხით

"გადი ძმაო მოშორდი აქედან, შენი ძმობა მაკლია ეხლა ისედაც შკაფის თავზე მძინავს"

0

ჩოუწყვია ჯიბეში ხელები

უკიდურესად დასავლური სიტყვათშეთანხმება, რომელიც პირის უდარდელობის და ცხოვრებით კმაყოფილების განსამარტად გამოიყენება.

თემურას ბიჭს რა ენაღვლება ჩოუწყვია ჯიბეში ხელები და დეიარება, მამა ყავს გერმანიაში

0

"ეს ახალი წლისთვის არის"

შეძახილი ძირიდათად დედების ან ბებიებისგან, როცა ცდილობ მისწვდე სამალავში რაიმე საკვებს ან ნუგბარს, რომელიც ახალი წლის მერეც შეუჭმელი რჩება და მერე აქეთ იხვეწებიან ჭამე თორე გაფუჭდებაო.

ხელი არ მოკიდო ამ ჩურჩხელას, ახალი წლისთვის არის!