0

ჩემთან ნუ მოწევ

ძირითადად თხოვნით მოისმენთ უფროსი და ძალიან ახლობელი ადამიანისგან, რომელმაც პირველად დაგინახა როგორ ეწეოდი სიგარეტს, რამაც მასში მინიმუმ 5 წუთიანი ლექციის კითხვა და დიდი განაწყენება გამოიწვია, მაშინვე იწყებს ახსნას ის თუ როგორი მავნებელია შენთვის და როგორ ცდილობს თვითონ თავის დანებებას, რადგან დღეში 3 ''პაჩკამდე'' ადის და სანამ შენც მისნაირად იქნები გირჩევს დაანებო.

ასევე ხშირად მოისმენთ ''ლექციის'' დამთავრებისას, რომ სიგარეტში ფულის გადაყრას კამფეტები იყიდო და ის ჭამო ჯობია.

0

დაბმულია

ბავშვობაში ნუგეშის საუკეთესო ხერხი,უმეტეს წილად გამოიყენება ძაღლის პატრონის მიერ,წყლის დასალევად შესული ბავშვის მიმართ.

აუუუ იკბინება?
დაბმულია მოდი.

0

ქართველები არა ხართ?!

ფრაზა, რომელიც გამოიყენება გაშველების დროს, მაშინ, როცა ჩხუბის შეწყვეტის მიზეზი არ არსებობს და დაპირისპირებულ მხარეებს საერთო არაფერი აქვთ.

რა ყლე გეტაკათ, ქართველები არა ხართ?!

0

გაძვირდა ბენზინი

ქართველი ტაქსისტების საფირმო ფრაზა, რომელიც ძირითადად პოტენციურ კლიენტთან საუბრისას თავის შესაცოდებლად გამოიყენება და სრული ილუზიაა(მანქანა გაზზეა)

2 ლარიც დაამატე ჩემო გოგო გაძვირდა ბენზინი

0

აუთეისი არ გინდა ძმა

მძღოლი გკერავს რომ ჯერ მას გაყვე და მერე იქიდან სადაც გინდა იქ წახვიდე

ქუთაისი არ გინდა ძამ არა ბათუმში მივდივარ ჯერ ქუთაისში წამო და მერე იქიფან მე გაგაყოლებ ბათუმის მარშუტკას

0

კორმას ხოარ გაჭმევენ ?!

ამას ამბობენ მაშინ როცა პიროვნება ნორმასთან შედარებით ძალიან მსუქანია და კიდევ სუქდება გაუჩერებლად

-ზდაროვა რეზოს
- ზდაროვა გიოს, რაიყო შენ სახლში კორმას ხოარ გაჭმევენ ?!

0

სადმე დადიოდი?

იუმორის გრძნობის შეფასება, რომელშიც გამოიხატება ავტორის ინტერესი მოსაუბრის ამ დონის მიღწევის შესახებ.

სადმე დადიოდი თუ შენით დაამუღამე

0

ჩემი აზრით, რავი

საუკეთესო საშუალება მდგომარეობიდან გამოსასვლელად, როცა ინტერვიუში რაღაცას გეკითხებიან და გინდა მჭევრმეტყველი გამოჩნდე, მაგრად შუა წინადადებაში ტვინი გიჭედავს

- რა არის ეგსიტენციალური კრიზისი?
- ჩემი აზრით, რავი..

0

პოლნი Fულია

გამოიყენება ავტომობილის მძღოლის მიერ, რომენსაც სურს გითხრათ რომ მისი მანქანა უანალოგოა მინიმუმ ქალაქში

პოლნი Fულია ბრატ