0

დამიადე

სიტყვა რიმლითაც ხშირად ჩვენი მეგობრები ან ძმაკაცები ტვინს ტ*ნავენ. ამ სიტყვას იყენებენ მაშინ როდესაც მეგობარს ჩვენი ნივთი მიეწონება და ჩუქებას გვთხოვს.

აუ ძმურად დამიადე რაა

5

სოჩიკის ჩართვა

თავნის დღეს თუ გადაცდა 12 საათს და თავანი არ ჩაბარდა ირთვება სოჩიკი. ანუ წაგებულ თანხას, ნივთს თუ საკვებს ინდივიდუალურად დათქმული ტარიფებით ემატება პროცენტი

არ მოიტანს და სოჩიკს ჩავურთავ

1

ჩემი არ არი

იმ საზოგადოების ნაწილისაგან თავდასაცავი ფრაზა რომელთა ასაკიც აღემატება 17-18 წელს . ამ ფრაზით მეპატრონე თავის ველოსიპედს მრავალგვარი დაზიანებებისგან იცავს , რადგან მთხოვნელი მეტწილად თავისი უზადო ცოდნის დასამტკიცებლად სთხოვს ველოსპიედს .

- ჩემი ძმა , ერთი გამატარე რაა !
- ჩემი არ არი !

4

ნახევარ ნახევარი

ინტერნეტ კაფეში ე.წ ( კოპიუტერებში ) ( კომპუიტერებში ) 2 მეგობრის მიერ ჩართული ნახევარი საათი

მიე ლარიანი

0

ცხვირჩათლახა

როდესაც ცხვირი ცალკე პიროვნებაა. ანუ ცხვირი ისე იქცევს ყურადღებას, პატრონი არავის აინტერესებს.

-ეგ ისეთი ცხვირჩათლახაა, კუზანოვთან რომ მივიდა ცხვირმა იქით უთხრა ეს სახე მომაშორეო.

0

tbilisi loves you

wifi - რომელიც ქართველი გოგოს პროტოტიპია, რადგან გეუბნება მიყვარხარო და არ გაძლევს

-ნათიასთან რა ქენი?
-ვერაფრით ვერ დავეconectე მაგის დედას*ევეცი

0

ეხლა გახდება ბროდვეი

გამოიყენება თბილისში მძღოლების მიერ, იმ ქუჩებზე სადაც ადრე მანქანები არ მოძრაობდნენ, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მძღოლი ვერ ახერხებს ქუჩაზე გავლას მანქანების სიმრავლის გამო.

-ახლა გახდება ბროდვეი
-ახლა გახდება მონტე-კარლო

1

შენი ვინმეა ?

როცა ტიპზე გინდა ცუდის თქმა მარა ამოწმებ მეგობარი ან ახლობელი ხოარაა

-ბიჭო ნინის იცნობ?
-კი რაარი
-შენი ვინმეა

1

ქოსა

ადამიანი რომელსაც თმა მხოლოდ თავზე ეზრდება.

-20 წლივარ და წვერი არამომსვლია.
- რაგიხარია ქოსა ხარ.