0

რაიყო მაცივარია

მომენტი როდესაც მანქნის კარებს დიდი ძალით დაკეტავ

-კარები მიკეტე ბიჯო
-ბრახ
-რაიყო მცივარია

0

რა ქარმა გადმოგაგდო

„რა ქარმა გადმოგაგდო“ ძირითადათ გამოიყენება მაშინ, როდესაც დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდები.

-ვაა გურაამ რა ქარმა გადმოგაგდო
-რავი აბა

0

ბარეორი

პიროვნება, მესამე პირი, რომელიც ყოველთვის მტყუანია, უცხოა და უცნობია. ენაში ბარეორს განმარტავენ როგორც, სიტუაციიდან ვერბალურ გამოსავალს და ყურადღების გადამტან საშუალებად

შენ იყავი კარგად და ბარეორის დედაც მოვტყან

0

წეხან

ანუ წეღან/ცოტა ხნის წინ

წეხან ვიყავი მანდ

0

ლეტნად ყოფნა

როდესაც ადამიანი ძალიან არარეალისტურად არის განწყობილი

შენ ლეტნად ხოარ ხარ?

0

სხვა ტიპშაა

ესე აუხსნის ერთი ძმაკაცი მეორეს, თუ რატომ არ ღირს გარკვეულ გოგოსთან ურთიერთობის ქონა (უფრო ხშირად შეუთავსებლობის გამო)

დაიკიდე რაა ეგ გოგო, სხვა ტიპშაა ვაფშე

0

ასი გრამი

aka "სტოგრამი" - კაცობრიობის ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელიც ძირითადად გამოიყენება ალკოჰოლის მიღების მეორე დღეს. წამალი რომელიც არჩენს: ნაბახუსევს, თავის ტკივილს, უხასიათობას, გაციებას, ინფექციურ დაავადებებს, სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოს, შიდსს, სიკვდილს და ა.შ.

- აუ, გასკდა თავი... რა იყო ეს გუშინ?!
- მერე მაგას ხო იცი რა შველის?
- რა?
- სტოგრამი! (ალმაცერი ღიმილით)

0

შამპუნში წყლის გამოვლება

გაჭირვების აღმატებითი ფორმა .დიალოგში ერთი მეგობარი იყენებს , მეორის გაჭირვების დასაკნინებლად .

ეგ რა არის , შენ ჯერ შამპუნში წყალი არ გამოგივლია

0

გამიხურე

როდესაც მოსაუბრეს ნერვებს უშლი

-კაი რა ჩამირიცხე 50 თეთრი მაინც ჩამირიცხე
-ნუ გამიხურე საქმე შენ