0

გატრაწვა

აქტი, რომელსაც მავანი სჩადის წიწაკიანი შაურმის ჭამის შემდეგ ან რაიმე სანერვიულო ფაქტის (გამოცდის, პირველი ღამის და ა.შ.) წინ.

1)იმ დედამოტყნულმა ბევრი წიწაკა ჩადო შეჩემა და სახლში რომ მივედი გავტრაწე
2)ხვალ პედიატრიის ფინალური მაქვს და მაგარს ვტრაწავ

0

ჭუჭუას აბზიკებ?

ბირჟაზე ან სუფრაზე ძია კაცების მიერ ძმაკაცის 13-14 წლის ბიჭის მიმართ დასმული კითხვა. როგორც წესი, კითხვას იმის გასაგებად სვამენ აქვს თუ არა პატარა ნიკუშას "კაცობა"

-რას შვრები შე მამაძაღლო, აბზიკებ ჭუჭუას?
-კარგით რა გელა ბიძია...

0

გამვლელს გააჩნია

როდესაც ადამიანს არასდროს არ აქვს სიგარეტის ფული და სულ სხვას თხოვს და შენ ეკითხები თუ რა სიგარეტს ეწევა და ის გპასუხობს გამვლელს გააჩნია

რა სიგარეტს ეწევი ?
გამვლელს გააჩნია.

0

ლეხე

იდეა წამოსულია გრიგალასა და გრეტენსას მიერ

გამოიყენება როკეტ ლიგის თამაშისას

- ვაგდებ
- მიდი ვლეხავ

- ლეხე მაგ დედასატყნავს ლეხე

0

ბიჭო პრასვეტი მაქვს...

ზოგადად ამ წინადადების მთქმელი საერთოდ აზრზე არაა თუ რას ნიშნავს ქართულად პრასვეტი, მაგრამ შინაარსი დაახლოებით ისეთი აქვს: რაღაცის იმედი. რაღაცას ელის .

ბიჭო დაგიბრუნებ ვალს უეჭველი პრასვეტი მაქვს.

0

დავაი აბა ს ბოგამ!

ხშირად იყენება დამშვიდობების დროს და გამოთქვავენ როგორც "ზბოგამ"

დავაი ძმა აბა ზბოგამ.

0

ბოლო ზარი

ერთადერთი დღე,როდესაც კლასელებს ერთმანეთი უყვართ,მშობლებს კი შანსი აქვთ ერთმანეთი გაიცნონ.

.

0

გამიგე?!

სიტყვა რომელიც გამოიყენება ძირითადად ზრდასრული მამრების მიერ. ამ სიტყვას ერთმანეთს ეუბნებიან მაშინ, როცა დაინახავენ ახლო მიმავალი მდედრის "კაი" მკერდს ან უკანალს. ძირითადად ითქმება ბოხი - "ბიძია კაცის" ინტონაციით.

ბიჭო!!!... გამიგე?!

0

ჩემ შვილსაც ეს აცვია

ფრაზა, რომელსაც გამოიყენებენ ბაზრის მევაჭრეები. გამოიყენება უკიდურესი მდგომარეობის დროს, როდესაც მყიდველი ყოყმანობს საქონლის ყიდვაზე.

-ნუ რავიცი ღირს ყიდვა?
-დამიჯერე კაია, ჩემს შვილსაც ეს აცვია.

0

ჩემი არაა

როდესაც ისეთი ვინმე გთხოვს რაღაცის ჩუქებას და დიდი ხათრი გაქვს. იმ შემთხვევაში თუ პატივს არ იმსახურებს გამოიყენება (შეამოწმეთ სიტყვა) "იდი ნახუი". ასევე სიტყვები "ჩემი არაა" არის სიტყვა "ჩამიდეს" წინასიტყვაობა.

- მაჩუქე რაა.
- ჩემი არაა