0

ისემც გიქნია

ფრაზას ამბობს ინდივიდი, რომელსაც უკვე აღარ აინტერესებს თუ რა იქნება თქვენი შემდეგი ქმედება.

-რაც არ უნდა თქვა მაინც ვიზავ.
-ისემც გიქნია.

0

ენაზე გცივა?

ფრაზა მიმართულია პარაოზულ მდგომარეობაში მყოფი მწევლისკენ, რომელიც ღერს ღერზე გადაბმულად ეწევა.

რამდენს ეწევი რაიყო ენაზე გცივა?

0

ფაფხური

სპორტში, ძირითადად კალათბურთსა და ფეხბურთში, ტექნიკის დემონსტრირების მცდელობა, რომელიც ხშირად წარუმატებლად სრულდება.

-რატო ფაფხურობ შეჩემა მიეცი რა პასი?!

0

დალივერება

უნივერსალური სიტყვა, რომელიც უამრავ სიტუაციაში გამოიყენება, თუმცა ყველაზე ხშირად ამ სიტყვით მიმართავენ ისეთ პიროვნებას ვინც ბოთლის მწარე ნაფაზებს არასდროს გაჰკარებია და უბრალოდ მეგობრებს უყურებს თუ როგორ ეწევიან ზემოაღნიშნული ქეშები. "მიდი ძმურად დაალივერე არავინ მოგვადგეს" თქმა რომ არ ჭირდება ეგეთ მეგობარს გაუმარჯოს.

- გიო თუ არ ეწევი დაალივერე მაინც არავინ გამოიაროს.

1

სახმალაოდ გინდა ?

გამოიყენება სიგარეტის დატოვების თხოვნის შემდეგ როდესაც სიგარეტი ზედმეტად გრძელია დასატოვებლად

მოიცა ჯერ სახმალაოდ გინდააა?

0

სმეტანისტი

ადამიანი რომელიც უსმენს მეტალს. ის არ ეთაყვანება სატანას. მას უყვარს მძიმე მუსიკა და გამოირჩევა სხვებისაგან კარგი გემოვნებით. გემოვნებაზე არ დაობენო მაგრამ დაეხიეთ ყველა სმეტანისტს *ლეზე საჭიროებისამებრ.

როკი! როკი! სმეტანა! სატანა!

0

ერთით გვერძე

სტუდენტ ახალგაზრდობის დაუსაქმებლობით გამოწვეული გარიგება "მეფისტოფელთან".კაზინოში ფენოვანის ფულით შესული სტუდენტის ვედრება პოსტ ფაქტუმ რომ..რა იქნებოდა რულეტის ბურთულა ერთით გვერძე ჩავარდნილიყო,სადაც ყველაზე დიდი ფსონი იდო.

-რა ჩააგდო?!
-4
-ერთით გვერძე 19ს შეხედე ჩმშც..ეგერევე გავდიოდი.აუ შენი დამპროგრამებელი...

0

მოჭიმვა

სექსის სინონიმი.ძირითადად გამოიყენება სექსის შემდეგ მის აღსაღწერად ან სექსუალური გოგოს დანახვისას იმის გადმოსაცემად რამაც გონებაში გაგიელვა

-აუ გუშინ ერთი გოგო იცი რა მოვჭიმეე!?
-რაგოგოა ნახეე მოჭიმავდა კაცი

0

"მასტერსპორტა"

პირდაპირი თარგმანით რუსულიდან ნიშნავს სპორტის ოსტატს. თუმცა, ამ სიტყვას უფროსი თაობის წარმომადგენლები იყენებენ კომპლიმენტად, ვინმეს "პროფესიონალიზმის" ხაზგასასმელად ამა თუ იმ სიტუაციაში.

- ნახე, მერაბამ ორლიტრიანი ყანწი გამოცალა
- ეგ ახალგაზრდობიდან მასტერსპორტაა!

0

დავბაითდეთ

ის სასიამოვნო მომენტი, როდესაც საძმომ ფული ააგდეთ და ერთ-ერთ თქვენგანთან აპირებთ დალევას.

- ორი ცალი ორნახევრიანი ხო გვეყოფა შეჩემა?
- ხო მიდი და როლანდასთან დავბაითდეთ