0

ვინმეს რამე მობილური ხომ არ გიგდიათ?

გავრცელებული პოსტი სოციალურ ქსელებში , ძირითადად იყენებენ ადამიანები რომლებმაც დაალომბარდეს, საკუთარი, ამერიკული , მეორადი მაგრამ კარგად ნახმარი Iphone .

-შეჩემა ტელეფონი ლომბარდში მაქვს და რამე ფანრიანი ნოკია ხოარ გიგდია ?
-არა შეჩემა მეც დავალომბარდე და ნახე რით დავდივარ .

0

ვერა ძმა ბენზინზე ვარ

ფრაზა არგუმენტი , რომელიც გამოიყენება ტაქსის მძღოლის მიერ ფასის არ დაკლების გასამართლებლად.

-იგი - 5 ლარად ვერ გამიყვან ?
-ტაქსის მძღოლი - ვერა ძმა ბენზინზეა , მეც ხო უნდა დამრჩეს რაღაც

0

ძმაკაცს ბებია შეეძინა

იხ. ძმაკაცს ბებია დაუჭრეს ტრაკში

- ბრატ, ძმაკაცს ბებია შეეძინა და კაი ბიჭები ფულს ვუგროვებთ
- მეჩქარება, ბრაცე, მამაჩემი წუთი-წუთზე იმშობიარებს, თორე ბაზარი არაა

0

ეგ გააბანძეს

ყველაზე ეფექტური ანტი რეკლამა , ძირითადად გამოიყენება კვების ობიექტების წინააღმდეგ.

-პარიზის შაურმაა ყველაზე გემრიელი ძმაო.
-ეგ გააბანძეს ახლა მახაჩკალისაა ყველაზე კაი.

0

ვარდი უყიდე რა ბიძია

როდესაც შეყვარებულთან ერთად მისეირნობ და პატარა გოგონა გთხოვს იყიდო ვარდი მისგან საყვარელი ადამიანისთვის.ვინუჟდენი ხარ იყიდო.

უყიდე რა ბიძია ვარდი შენ შეყვარებულს

0

ცხონებაა

გამოიყენება იმის აღსაწერად,თუ როგორი გემრიელია საჭმელი.ეს უნიკალური სიტყვა მიესადაგება ყველანაირ საკვებს

"სასწაული ხინკალია.ცხონებაა რა"
"რა ჯობია კაი ხაშლამას ეხლა.ცხონებაა რა"

0

ჰოროსკოპის არ მჯერა

ამ ფრაზას იყენებენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები რომლებიც ძირითადად სექტემბერში არიან დაბადებულნი.

- გიო რა ხარ ზოდიაქოთი
- კურო
- შენ თენგიზ
- არ მჯერა ჰოროსკოპის
- შენ ქალწული არა ხარ?

0

თამაშები გაქვს?

კითხვა, რომელსაც ხშირად მიმართავენ 7-8 წლის ბავშვები შენს ხელში მობილურის დანახვისამებრ. ამ კითხვაზე მარტივი გამოსავალია: "არა, წაშლილი მაქვს." . ამ პასუხს ხშირად იყენებენ მობილურის მფლობელები ზედმეტი ტვინის ტ*ვნის ასარიდებლად.

-თამაშები გაქვს?
-არა,წაშლილი მაქვს!

0

არა პაროლი აქვს

როდესაც ვინმე ჩვენი ნათესავი უფრო ხშირად მამაკაცი გვთხოვს რომ ჩვენ ტელეფონში მოთავსებული ფოტოები ვანახოთ ჩვენ კი ოფლში ვიწურებით და სანამ რაღაცეებს არ წავშლით არ ვაძლევთ დაინტერესებულ ნათესავს კი ვპასუხობთ რომ ტელეფონს პაროლი ადევს რომელსაც 10 წუთიანი მოხსნა სჭირდება.

- დათო აბა ტელეფონი მათხოვე ფოტოები მანახე
5 წუთის შემდეგ
- ჰა ახლა მომე
- მოიცა პაროლს ვხსნი
- შიშველი ქალების ფოტოები გაქ ხოოო