ამ ფრაზას უმეტესად შუა ხნის შეზარხოშებული მოქეიფე კაცები ამბობენ. ფრაზის წარმოთქმის მიზეზი შეიძლება იყოს ვინმეზე ძლიერ მოჭარბებული და გამსკდარი სიყვარულის ბუშტი, ან სუფრაზე რომელიმე ტკბილი მოგონების ზედმიწევნით მოყოლისგან გამოწვეული გრძნობები (ძირითადად დონეცკებში ქალებზე განხორციელებული სპეცოპერაციები). მოზარდებისთვის ეს სიტყვები არის ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ მთქმელისგან მცირე ფინანსური დახმარების მიღების ალბათობა მაღალია
- მამი, მამი, რამდენია ხუთჯერ სამი?
- თხუთმეტიი...
- მოდი, უნდა გაკოცო რა, ჩემი ვაჟკაცი
ამბობენ, როცა რამეს ნახავენ და/ან მოისმენენ და უნდათ წარმოაჩინონ რომ ეს ნანახი და/ან გაგონლი აქამდეც ჰქონდათ
ძველია მაგრამ კარგია
სწორი ფორმაა გ ი ნ ე კ ო ლ ო გ ი და არა გენეკოლოგი
გენეკოლოგი
ექიმმა ანესთეზიოლოგმა, ხალხში დაიმკვიდრა ნარკოზისტის სახელი, რადგან ადრე ანესთეზიოლოგია ხშირ შემთხვევაში ნარკოზულ ძილს გულისხმობდა და სხვა ალტერნატიული სახეობები შედარებით ნაკლებად გამოიყენებოდა.
ექიმო, თქვენ ნარკოზისტი ხართ?
სინამდვილეში- ლაბორატორია.
დამახინჯებული ფორმა, სავარაუდოდ რუსულენოვანი გავლენითაა განპირობებული.
ლაბარატორია
ფასი, რომელიც აინტერესებთ ისე, სხვათაშორის, მაინც, რომ იცოდნენ :)
ბიტკოინი რა ღირს ახლა?
ფრაზა, რომელიც გამოიყენება იმის აღსანიშნავად, რომ რაიმე საკითხში შენ უფრო კომპეტენტური ხარ ვიდრე შენი მოსაუბრე.
-რეალი გაცდება იუვეს
-არა შანსი არაა
-გაჩერდი რა, შენ რომ მოდიოდი მე მივდიოდი, დამიჯერე
გამოიყენება ზე-აღმტებით ხარისხის გადების შემთხვევაში,როდესაც ინდივიდი თავადვე ხვდება თუ რა სასტიკად ჩაეჯვა საქმეში. (სიტყვას არანაირი კავშირი არ აქვს ფიზიკურ მდგომარეობასთან)
-შაქრო,გუშინ სემინარზე რა ქენი?
-იმენნა ჩამხადა ლექტორმა ტოო...
ადამიანი, რომელსაც ყველაფერი "ფეხებზე ჰკიდია"... მოკლედ რომ ვთქვათ უყურადღებო და უდარდელია.
ამჩემფეხება ტიპია, ტელეფონი დამიკარგა და "არაუშავსო" მითხრა..
ჭუჭუნი ერთგავრი უნივერსალური ზმნაა, რომლის ფუძეც ზეციური საქართველოდან მოდის.
და აღნიშნავს ყველა ზე ადამიანურ ონტოლოგიურ ქმედებას ერთი სულის მიერ მეორის მიმართ.
თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი ტრანსოფრმირდა და გამოიყენება როგორც ზმნის ჩმნაცვლებელი, და უცნობი ქმედების გამომხატველი.
არჩევნებზე პოლიტიკოსები, ამომრჩევლებს ეჭუჭუნებიან.
პრემიერი მაღალს ეჭუჭუნება.
სკვერში კოცნის აკრძალვის გამო, წყვილი ჭუჭუნით შემოიფარგლა.
ბასიანზე არ მაჭუჭუნებენ.
.....