0

ა*ლისძირება

ფრაზა ე
რომელიც გამოიყენება მაშინ როდესაც შეამჩნევთ ვინმეს (გამვლელის,მეგობრის,ძმაკაცის) დაცემას დავარდნას...

ჰაჰაჰა ნახე (ლევანა) რა *ლეურად *ლისძირდა:დ

0

ნაყვარალა

როდესაც შაყირობ სიყვარულზე გამოიყენება "ნაყვარალა"

გოგო ამათ ერთმანეთი ნაყვარალაა...

0

ცოტა

ყველაზე მისტიკური სიტყვა ქართულ ენაში, რომელთანაც მრავალი პარანორმალური მოვლენაა დაკავშირებული. მისთვის ერთგვარ "ბერმუდის სამკუთხედს" წარმოადგენს ნებისმიერი სილამაზის სალონი, აღნიშნულ დაწესებულებებში არ ვრცელდება მისი ძალაუფლება.

- ცოტა შევამოკლოთ

1

შენთვის გაუსროლია ავრორას

სიტყვათა შეთანხმება, რომელსაც გეუბნება მინიმუმ მასწავლებელი მაქსიმუმ დედა როდესაც ეუბნები რომ ხვალისთვის არაფერი გაქ სამეცადინო

-არ მაქ სამეცადინო ხვალისთვის
-ოჰ, შენთვის გაუსროლია ავრორას

0

5 წუთში მანდა ვარ

ესემესით გაგზავნილი მტკნარი ტყუილი, როდესაც მეგობარი გელოდება შენ კი ჯერ სახლიდანაც არ გამოსულხარ და მინიმუმ 30 წუთის გზა გაქ

- ებიჭო სად ხარ ამდენ ხანს ??
- 5 წუთში მანდა ვარ, ჰა ჰა გაწი გამოწი 10 წუთში

0

გაზიკის რუჩკა

რეალურად გამოიყენება ძველი რუსული “გრუზავიკი” გაზიკის დასაქოქად მაგრად უფრო ხშირად გვხვდება ამ რუჩკის გამოყენების მცდელობის სხვა ვარიანტი, რომელიც ადამიანის სწორ ნაწლავში მოთავსებას და ტრიალს ითვალისწინებს

რაამბავია 100$, ეგ ფული მე მომეცი და თუ გინდა გაზიკის რუჩკა მიტრიალე ტრაკში 1 საათი

0

შემყვანი

შემყვანი შესაძლოა იყოს ეპითეტი იმ კითხვისა, რომელიც დამაბნეველია და რომლითაც ადრესატს აუცილებლად გამოტეხავთ სიმართლეში, ან შემყვანი შეიძლება იყოს სინონიმი სიტყვა თესლისა.(იხ. განმარტება ბიძერის ლექსიკონში)

ნახე შეჩემა რა შემყვანი კითხვა დაგისვა? ( ბავშვის მამა ეუბნება ძმაკაცს ,როცა შვილი მაგარ კითხვას აძრობს)

0

შენ ხომ არ ჩააწე!?

შენ შიგ ხომ არ გაქვს !? ფრაზის ნამდივილი ბიდზერული შესატყვისი, სიტყვა გამოიყენება ვიღაცის არაადეკვატური ქმედების საწინააღმდეგოდ

-წამო კოკა კოლა დაგითრიო
-რა კოკა კოლა, ხომ არ ჩააწე ?!

0

ბრტყელტერფიანი

ძუძუმწოვართა კლასი, რომელიც გამოირჩევა სამხედრო სამსახურის მიმართ იმუნიტეტით.

იხ. ფეხსახსრიანი, რბილტანიანი, მხარფეხიანი