0

მურთაზი

ანიმაციური ფილმის ქართული შესატყვისი

dzaan magari murtazia

0

ბეშ-ოთხი

კამათლებით ოთხიანის და ხუთიანის გაგორება. სახელი მოიფიქრეს ქართველებმა, რადგანაც ფანჯი-ჩარი სწრაფად თქმისას ისმის, როგორც ფანჩარი.

-ნახე ბეშ-ოთხი გააგორა.

0

ხურდა შენი იყოს

ფრაზა,რომლითაც ძიაკაცები ერთგვარ სტიმულს აძლევენ ლუდზე ან სიგარეტზე გასაგზავნად განწირულ ახალგაზრდას,თუმცა ხურდა ხშირ შემთხვევაში არ აღემატება 50 თეთრს.

-მიდი მიდი გაიქეცი და ხურდა შენი იყოს,კამფეტები იყიდე

0

გავადაოთ

გამოიყენება ორი ძმაკაცის აზრის თანხვედრისას ,როდესაც ორივე მხარეს სჯერა,რომ ტოტალიზატორის 5 ლარით 400000 ლარს მოხსნიან.

წამო, ძმურად, გავადაოთ!

0

გნიდა ბავშვი

პირი ვისი ცემაც მთელ სამეზობლოს სურს, ბავშვი რომელმაც გაუმწარა სიცოცხლე ჭორიკანა ნათელას.

შე გნიდა ბავშვო, მოდი აქ შე გნიდა, გნიდა ქიდი

0

"გატრინოლებული"

უმრავლეს შემთხვევაში ბავარიული ავტოწარმოების პროდუქტის-BMW შიდა წვის ძრავის 3.0 ლიტრ მოცულობამდე აყვანა ცილინდრების გაფართოების შედეგად

"არაა დვაიპიატი, გატრინოლებულია ბრატ"

0

ხუთმეტი

სიტყვა თხუთმეტის საბჭოური გადმონაშთი, რომელსაც ძირითადად მოხუცები იყენებენ

ოთხს აკლია ხუთმეტი წუთი

0

აბა დაყაჭე

დაყრის (განაწილების) ინოვაციური მოთხოვნა

-აუ "სემიჩკა" ვის აქ?
-მე
-ვაა, აბა დაყაჭე

0

გატელევიზორება

ამ სიტყვას იყენებენ უკიდურესი *ლეობის გამკეთებლის წინააღმდეგ, ან მაშინ, როდესაც ადამიანის დაშანტაჟება უნდათ. გამოიყენება ასევე თავდაცვისთვისაც.

- ნახე რა თესლი ფოტო დაგიდე
- შენ თუ არ გაგატელევიზოროოო

-გუშინ ბიჭები მოსაწევზე დაიჭირეს და ეგრევე გაატელევიზორეს

-შე *ლეო იმდღეს ვის ეჩალიჩებოდი, იმენა გასატელევიზორებელი ხარ

0

ჩემიანია

კომფლიკტის ჩასახჩობი სიტყვა როდესაც ძმაკაცი განუმარტავს მეორე ძმაკაცს რომ აღნიშნული აგრესიის სუბიექტი ვლინდება როგორც მისთვის ახლო ადამიანი

-დავბრიდავ მაგ ჩემისას
-შიგ ხო არ გაქვს ჩემიანია