ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
1

რას იმას მიშვები

ეს სიტყვათა კომბინაცია გამოიყენება,როდესაც ენის წვერზე ნამყოფ სიტყვას ვერ იხსენებ და ცდილობ,რომ რამენაირად გააგებინოთ თქვენს მეგობარს.

- ნიკუშ რას იმას მიშვები(მაგ:მეპირფერები).

1

ზა რიულომ ვარ

ქართული სუფრის ტრადიციული ფრაზა, რომელიც გამოიყებება ალკოჰოლისგან თავის არიდების მიზნით. ფრაზას ერთმნიშვნელოვნად ემატება დამაჯერებლობა თუ ხელით ვაკეთებთ საჭის მართვის იმიტაციას.

- დღეს ზა რიულომ ვარ ბრატ

1

მანქანის ჩასაყენებელი ადგილი

ამ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც ჰიპერბოლური ფორმა პირის მიერ თავდასაცავად, რათა თავი აარიდოს მეორე პირის მიერ ე.წ. წიგარეტის დატოვების მოთხოვნას.

-კაი, შემახვედრე 2 ნაფაზი-თქო, ხომ გითხარი?!
-(მკვეთრი, უსიამოვნების გამომხატველი მოძრაობა, რომელსაც მოსდევს ფრაზა) -მანქანის ჩასაყენებელი ადგილია...

1

ფაიზახი

სიტყვა რომელიც ჩისტა ქურდულად სწორს ნიშნავს

ფაიზახს ბაზრობს ტოო

2

გაგუდვა

-გაგუდვა ეწოდება მექნიკურ ფუნქციას სადაც ნივთიერებათა მიმოქცევა ფერხდება "გაგუდვის" შედეგად.
1) გაგუდვის პროცესი გულისხმობს ნორმალური სუნთქვის დარღვევას და იწვევს სიკვდილს ან ცნობიერების დაკარგვას.
2) ტერმინი გაგუდვა ასევე ეწოდება ჩუკენობას (ხელმრუდობას/ონანიზმს/მასტურბაციას/ნძრევას).
3) ეს ტერმინი გამოიყენება "შენ შიგხოარგაქვს!?" სანაცვლოდაც როდესაც ადამიანი აღშფოთებულია მეგობრის/ძმაკაცის გაყლევებით.
4) გაგუდვა ასევე "ნივთიერების" ფალოსიდან გამოწურვის პროცესს ეწოდება.

მთვრალი პიროვნება - "გამოოოოოდიით უნდა დაგთვალოთ!!!"
ფხიზელი პიროვნება - " შე ხო არ გაგუდე, ჩაიჯვი ბიჭო!"

1

ვარაბსკოი

ვარავსკოის ერთერთი ვარიანტი რომელიც აღნიშნავს ორ რამეს ერთად , რომ გესმის (ჩახედული ხარ მაგ თემებში) მეორე ვ-ს ბ-თი შეცვლით აკნინებ ამ სიტყვით დახასიატებულ პიროვნებას

-გაანებე ნაჯდომია
- ვარაბსკოიაააა? :D (იხმარება ირონია ნარევი ინტონაციით)

1

ჰარი

აღნიშნული ფრაზა ნიშნავს ბეჯდვის დროს სიტყვებს შორის ადგილის დაშორებას

რას(ჰარი)შვები(ჰარი)შეჩემა?

0

სახანჯლაოდ გინდა?

ეს გაცვეთილი, მაგრამ კვლავ ტრენდული, ირონიული მიმართვა, რომელსაც იყენებს პიროვნება x რომელიც ელოდება როდის დაუტოვებს სიგარეტს პიროვნება y, არადა ამ დროს ამ ზემოთხსენებულმა y პიროვნებამ უკვე დედის ნაწლავები დაუტრიალა სიგარეტს ანუ "დააბიჩოკა"

- დამიტოვე შეჩემალალა, სახანჯლაოდ გინდა?

2

ქრაში.

ქრაში,უფროსწორედ კი 7,8,9 კლასელი გოგონების და ბიჭების მიჯნური.ეს სიყვარული ხშირ შემთხვევაში ცალმხრივია და მარცხით სრულდება თუმცა “დაქრაშული” ადამიანი მიჯნურის გამო ყველაფერზეა წამსვლელი.

“ვაიმე იქ დგას წამო ჩავუაროთ”
“ღმერთო გამიღიმა”
“ახლა მოვკვდები,მომესალმა”
“ვინ არის ეს გოგო/ბიჭი რომ ელაპარაკება?”