0

ტილაობა

ერთი ადგილის ტკეპნა. ტერმინს ძირითადად იყნებენ აზარტული თამაშების დროს, როცა მოთამაშე დიდი ხნის განმავლობაში ვერ ზრდის თავის კაპიტალს. ამ ტერმინის გამოყენება ძირითადად წამაქეზებელია და "სტავკის" გაზრდისაკენ უბიძგებს მოთამაშეს.

- რაარი შეჩემა რას ეტილავენი მაგ აპარატს, სამ ხაზზე გადაურთე, თუ მოცემა უნდა მოგცემს რა.

0

კრიჟანი

იგივე წუწკი, ჟმოტი, პროჭი, წუწურაქი ადამიანი, რომელსაც ენანება და არ უნდა გაცემა.

- აუ შენ რა კრიჟანი ხარ, ლარიანს ვერ გაგაგდებინებს კაცი.

0

გათესლება

ტერმინი გამოიყენება ადამიანის მიმართ, რომელმაც შეიცვალა დამოკიდებულება შენ მიმართ და ძველებურად ლოიალური აღარაა.

- მამაშენს რო თხოვო?
- არა რა მამაჩემს, ამ ბოლოს მაგარი გათესლებულია ტო.

1

კუში

კონკრეტულ მომენტში გამოიყენება თანხის, ბიუჯეტის სინონიმად. განსაკუთრებით მაშინ, როცა "ჩალიჩის" "დვიჟენიაა".

- რამე კუში დაითრიე ძმბს გაფიცებ?

0

გაშავებული ვარ

ყველაზე გავრცელებული და ბანალური პასუხი , როცა გეუბნებიან სესხი გამაკეთებინეო. მართალია, ყველამ იცის , რომ იტყუები , მაგრამ ვერც ვერაფერს გეუბნებიან საპირისპიროს. მოკლედ, მაგიურ ფრაზათა ანთოლოგიაშიც შეგვიძლია შევიტანოთ.

- ბრო, სესხი გამაკეთებინე რა.
- არა ძმაო გაშავებული ვარ.
- კაი კაი.

0

ფეისბუქი

სოციალური ქსელი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ყველა 5-ე ქართველი მუშაობს ფეისბუქზე.

ნინო ჩხლაფურთაძე
დაბადებული 1988 წელს
მუშაობს at Facebook-ში

0

დისტრიბუცია

სფერო, რომელიც ფაქტობრივად იმედად მოგვევლინა 21-ე საუკუნეში მათთვის, ვისაც არასოდეს უმუშავია, არც ცდილობს იმუშაოს, თუმცა თუ გაუჭირდა, რა პრობლემაა, დაიწყებს დისტრიბუციაში.

- როდემდე უნდა იყო ეგრე უმუშევარი ?
- კაი რა, ცოტა დამაცადე და დავიწყებ დისტრიბუციაში რა.

0

ახლა გახდა პარიზი

გზაზე შექმნილი თუნდაც მცირე ზომის საცობის ქართველი მძოლისეული პროტესტი. ზოგიერთ სიტუაციაში პარიზის ნაცვლად შესაძლებელია სხვა ქალაქების გამოყენებაც. მაგ: ტეხასი, ლონდონი, ლას ვეგასი და ა.შ.

ახლა გახდა პარიზი ამის დედა ვატირე