ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

დაწერე თურმე რა ეს დედამო...

ქართველი აზარტული მოთამაშის საფირმო ფრაზა, რომელიც გამოხატავს სინანულს, იმის გამო, რომ დასრულებული მატჩის შედეგს წინასწარვე ვარაუდობდა, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხა საკუთარ ბილეთში შეტანა.

- ვა აიაქსი იგებს ტო.
- აუ ღადაობ? დაწერე რა რასაც ფიქრობ, ეს დედამოტ.... მთელი დღე ვიძახდი აიაქსის მოგებას...

0

ზუბი

უთანხმოება ორ პიროვნებას შორის, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთს მოიცავს.

- ზუბში ვარ მაგასთა სმნ.

0

ჩეპე

პერმანენტული არეულობა ორ მხარეს შორის უთანხმოების ნიადაგზე.

- აუ სმნ ჩეპე გაიჩითა, ვერ გამოვაღწიე დროზე

0

შუაში არაა, თავშია.

ფრაზა, რომელსაც იყენებენ "რა შუაშია?"-ს პასუხად მაშინ, როცა არგუმენტი არ აქვთ.
იმედი მაქვს ამ ფრაზის გამო ერთ დღეს ვინმეს თავს გაუტეხავენ :))

- აუ ეგ რა შუაშია?
- შუაში არაა, თავშია.

0

ახლა გახდა პარიზი

გზაზე შექმნილი თუნდაც მცირე ზომის საცობის ქართველი მძოლისეული პროტესტი. ზოგიერთ სიტუაციაში პარიზის ნაცვლად შესაძლებელია სხვა ქალაქების გამოყენებაც. მაგ: ტეხასი, ლონდონი, ლას ვეგასი და ა.შ.

ახლა გახდა პარიზი ამის დედა ვატირე

0

გაშავებული ვარ

ყველაზე გავრცელებული და ბანალური პასუხი , როცა გეუბნებიან სესხი გამაკეთებინეო. მართალია, ყველამ იცის , რომ იტყუები , მაგრამ ვერც ვერაფერს გეუბნებიან საპირისპიროს. მოკლედ, მაგიურ ფრაზათა ანთოლოგიაშიც შეგვიძლია შევიტანოთ.

- ბრო, სესხი გამაკეთებინე რა.
- არა ძმაო გაშავებული ვარ.
- კაი კაი.

0

ფეისბუქი

სოციალური ქსელი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ყველა 5-ე ქართველი მუშაობს ფეისბუქზე.

ნინო ჩხლაფურთაძე
დაბადებული 1988 წელს
მუშაობს at Facebook-ში

0

დისტრიბუცია

სფერო, რომელიც ფაქტობრივად იმედად მოგვევლინა 21-ე საუკუნეში მათთვის, ვისაც არასოდეს უმუშავია, არც ცდილობს იმუშაოს, თუმცა თუ გაუჭირდა, რა პრობლემაა, დაიწყებს დისტრიბუციაში.

- როდემდე უნდა იყო ეგრე უმუშევარი ?
- კაი რა, ცოტა დამაცადე და დავიწყებ დისტრიბუციაში რა.