0

ზუბი

უთანხმოება ორ პიროვნებას შორის, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთს მოიცავს.

- ზუბში ვარ მაგასთა სმნ.

0

ჩეპე

პერმანენტული არეულობა ორ მხარეს შორის უთანხმოების ნიადაგზე.

- აუ სმნ ჩეპე გაიჩითა, ვერ გამოვაღწიე დროზე

0

დაწერე თურმე რა ეს დედამო...

ქართველი აზარტული მოთამაშის საფირმო ფრაზა, რომელიც გამოხატავს სინანულს, იმის გამო, რომ დასრულებული მატჩის შედეგს წინასწარვე ვარაუდობდა, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხა საკუთარ ბილეთში შეტანა.

- ვა აიაქსი იგებს ტო.
- აუ ღადაობ? დაწერე რა რასაც ფიქრობ, ეს დედამოტ.... მთელი დღე ვიძახდი აიაქსის მოგებას...

0

შუაში არაა, თავშია.

ფრაზა, რომელსაც იყენებენ "რა შუაშია?"-ს პასუხად მაშინ, როცა არგუმენტი არ აქვთ.
იმედი მაქვს ამ ფრაზის გამო ერთ დღეს ვინმეს თავს გაუტეხავენ :))

- აუ ეგ რა შუაშია?
- შუაში არაა, თავშია.

0

რამე

იგივე პლანი, მარიხუანა, მოსაწევი, მოსა, თრიაქი, განჯა, ანაშა, ტისკი, ბალახი, მწვანე. გამოიყენება მაშინ, როცა არ გინდა "დაიწვა"...

- გაქ რამე?

0

ბოთლის გამოფხეკვა

მოსაწევის მოძიების ალტერნატიული გზა გალიაკის ( იხ. გალიაკი) დროს. ბოთლი, რომლითაც ბევრჯერ მოიწია, იჭრება და დალექილი ნამწვავი იფხიკება შემდგომში გადასამუშავებლად.

- ნწ აუ სმნ, არაფერი არ გაიჩითა... ისევ ბოთლი უნდა გამოვფხეკოთ.

0

შვანსკი

ამ ტერმინს განსაზღვრული მნიშვნელობა არ გააჩნია, გამოიყენება უარმყოფელ წინადადებაში და "არა"-ს ზეგაზვიადებული ფორმაა.

- ლარიანი გაქ?
- ლარიანი არა შვანსკი.

0

უტრაკო ყარაჩოღელი

ეპითეტი, რომელიც გამოხატავს თავმომწონე ადამიანს, რომელიც მუდამ ხაზს უსვამს საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ სინამდვილეში არაფრის თავი არ აქვს.

- აი გადი რა შე უტრაკო ყარაჩოღელო

0

სოკი

გაურკვეველი წარმომავლობის მქონე ფხვნილი/ხსნარიისაგან დამზადებული ცივი სასმელი, რომელიც წვენის ან კომპოტის მაგივრობას წევდა 90-იან და 2000-იან წლებში, მძიმე გაჭირვების პერიოდში.

-არაყს რა მივაყოლოთ სმნ?
-ის დაითრიე შეჩემა, ის როა, სოკები როა.