0

ბავშვებმა დამარეგისტრირეს

რომელიმე არაკაიბიჭურ, ან ახალგაზრდულ ტრენდზე აყოლის გამართლების მცდელობა, შედარებით უფროსი თაობის მიერ

-ბიჭო, Tiktok-ზე რა პონტში გაიჩითე ტო?
-ბავშვებმა დამარეგისტრირეს, მე რა ვიცი ტიკტოკი შმიკტოკი, პროსტა ძაან მთხოვეს რა

0

გადმოგდება

დეფეკაციის (ფეკალური მასების გამოყოფის) ქუჩური ეკვივალენტი

- სახლში ავირბენ, ერთ 4 ცალს გადმოვაგდებ და დავიძრათ
- ბაზარი არაა, გელოდები

0

გაკოცო თუ გეშინია?

დღევანდელ ქართულ რეალობაში დამკვიდრებული სიტყვათშეთანხმება, რომლის წარმომთქმელიც ამოწმებს ადრესატის გაბედულობას, იტყვის თუ არა უარს მასთან მისალმებაზე რაღაც ვირუსის გამო

- გაკოცო თუ გეშინია?
- მოდი კაცო, რა მეშინია