0

ვანგა კი არ ვარ

პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.გამოიყენება მაშინ,როცა ადამიანმა წინასწარი შედეგი არ იცის,მაგრამ ხალხს ჰგონია,რომ იცის

"მე რა ვიცი ვანგა კი არ ვარ"

0

ადესტატი

სიტყვა ატესტატის არასწორი ფორმა, რომელსაც გახშირებულად გამოყენებულს ნახავთ სოციალურ ქსელში გამოცდების დასასრულისას.

ადესტატი ჩემიაააააა

0

არ შეგეშინდეს

ფრაზა გამოიყენება უცხო პირთან ერთად სახლში შესვლისას, არეული სახლის შემთხვევაში უხერხულობის გასაფანტად, ხშირ შემთხვევაში არც არაფერია შესაშინებელი, მაგრამ მაინც...

მოდი ოღონდ არ შეგეშინდეს!
პასუხი: არა, რა უნდა შემეშინდეს, ჩემთან უარესია

0

ხარჯი ნაქნარია

აჭარულ დიალექტში უხერხული ფონის გასანეიტრალებლად გამოიყენება, როცა ვთქვთ, სტუმრის გამასპინძლებისთვის მთელი თვის ბიუჯეტს ხარჯავ საჭმელში და მას ერიდება ჭამა.

-გადმოდი სუფრა გავშალეთ
-არ მშია, ნაზიკო, მადლობა
-გადმო, გადმო, ხარჯი მაინც ნაქნარია

0

*ყლე არ მომჭამოს

ფრაზა რომელიც გამოიყენება მეტად სუსტი ოპონენტის მიმართ, იმდენად სუსტის, რომ შენს მისდამი უპირატესობაში სავსებით დარწმუნებული ხარ, იმდენად რომ რისკავ შენთვის ყველაზე ძვირფასსა და ერთადერთ სიამაყეს შესაჭმელად.

-გიორგა მაგარ ჯანზეა, 6 თვეა ვარჯიშობს.
-ყლე არ მომჭამოს, მაგას მაინც ცალი ხელით ვცემ.

-წამო "პესში” ჩაგიდო!
-ყლე არ მომჭამო.

0

ემინემს ქართველი ძმაკაცი ყავდა ბოზო იმან ასწავლა

2000-იანების მეორე ნახევარში ახალგაზრდების ნაწილი ამტკიცებდა რომ ემინემის სინგლ "ეს ლაიქ ზეთ"-ში ემინემის მიერ ნახსენები სიტყვა ბოზო ზუსტადაც რომ ქართული წარმომავლობის გახლდათ. ისინი ამას იმით ხსნიდნენ რომ ემინემს ქართველი ძმაკაცი ყავდა.

...

0

რეპი თუ როკი?

ისტორიული დუელი,რომელიც დასაბამს 90-იანი წლებიდან იღებს.კითხვას ძირითადად ვხვდებით ქუჩის ბავშვებში,რომლებმაც არც ერთის განმარტება იციან და არც მეორის.

-რეპი თუ როკი?
-რეპი იასნა ტოო
-არა რა რეპი აზრზე არ ხარ.როკი დონეა

0

გადაბარება მაქ

როცა უბნის გამყიდველი აღარ გენდობა და შუა თვეში იმიზეზებს გადაბარებას

ერთი ორნახევრიანი ხვალ ჩამეეიცხება, ერთხელ შემომიტანია თუ ორჯერ
მე ქეთინოსაც დიდ პატივს ვცემ შენც გიცნობ მარა მეც შვილები მყავს, ააა რვეული სუ თქვენი ნისიებია

0

ჩემი ბაბო გავათხოვე

გაცვეთილი ფრაზა,რომელიც გამოიყენება დაუჯერებელი ამბის გაგონების შემდეგ ემოციის აღმატებით ხარისხში გადმოსაცემად

-გაიგე გიუშ?ლაშას ახალი X6 უყიდია
-ღადაობ?ჩემი ბაბო გავათხოვე არ მჯერა