0

დაქალი

არსება რომელიც ცდილობს წყვილის დაშორებას ნებისმიერ ფასად

თუ უყვარხარ პირველი მოგწერს

0

ქრინჯი

როდესაც პიროვნების საქციელი ან მდგომარეობა სხვა ინდივიდუალებში იწვევს სირცხვილის/დისკომფორტის განცდას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ პიროვნების საქციელს მათზე გავლენა არ აქვს და შორიდან უყურებენ.
(ინგ. cringe)

იმდღეს ნინო საუბრის გაბმას ცდილობდა ჩემთან, ძაან დავიქრინჯე

0

ჩემი როა იმიტო კი არა...

ძირითადად უფროსი თაობისთვის დამახასიათებელი ფრაზა, რომელიც გულისხმობს შვილის ან შვილიშვილის ქებას. თითქოს ის ამ ფრაზის წარმოთქმით თავს იზღვევს იმისგან, რომ მსმენელმა ნათქვამი ქედმაღლობასა და ქებაში არ ჩაუთვალოს

ჩემი ნოდარიკო სკოლიდან მოდის თუ არა, არც ჭამს, არაფერი, ეგრევე მეცადინეობას იწყებს. ჩემი როა იმიტო კი არა, მაგრამ მონდომებული ბავშვია

0

ქვის ხანა

პერიოდი, როდესაც ინტერნეტი დროებით გათიშულია

გუშინ ინტერნეტი გამეთიშა და ქვის ხანაში ვიყავი

0

ღამურა

სოციალურ ქსელ facebook-ის მომხმარებელი, რომელიც აღნიშნულ ქსელს 1-2 საათამდე იყენებს

-აბა ღამურებო, რატომ არ გძინაავთ? (ადმინი)