0

ჩეჩენა

ჩეჩენა იგივე შეჩემა. შეჩემასგან განსხვავებით მას უფრო შუტკისეულად გამოიყენება და გამოხატავს სიყვარულს, სიხარულს, ძმობას მეობას, ურთიერთ გაგებას და ა.შ.

ჩეჩემა როგორ ხარ ?

0

შენები მომიკითხე

ფართოდ გამოყენებადი სიტყვათშეთანხმება,რომელიც ქუჩაში მოულოდნელად შეხვედრილ ნაცნობთან არასასიამოვნო დიალოგის დასრულების ალბათობას ზრდის.

-უი შენ ლაურას გოგო არ ხარ? !
- გამარჯობათ ნაზი დეიდა
-
.....(ბლა ბლა ბლა)
- კარგით ნაზი დეიდე თქვენები მომიკითხეთ

0

რა მეძინა ვუყურებდი კაცო

ეს სიტყვები მამებისგან გვესმის ძირითადად იმ დროს, როცა ტელევიზორის წინ ჩაძინებულებს ტელევიზორს გამოვურთავთ და ამით ვაფხიზლებთ.

სინონიმად იხმარება სიტყვები - არა რა მეძინა / რატო გამომირთე?

0

ორშაბათიდან ვარჯიშს ვიწყებ

ძირითადად ეს ორშაბათი არასდროს დგება. უბრალოდ შენ თავს და გარშემო მყოფ საზოგადოებას სიცრუეში ამყოფებ

უბრალოდ შენ თავს და გარშემო მყოფ საზოგადოებას სიცრუეში ამყოფებ

1

სადმე გამიჩერე

ყველაზე ხშირად გამოყენებადი წინადადება "მარშუტკაში"

-სადმე გამიჩერე რა, სადაც მოგიხერხდეს