0

ვარჯიშს ვიწყებ

გამოიყენება ადამიანთა მიერ ვინც არათუ მისდევს, არამედ ნელი ნაბიჯითაც არ მიყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს P.S დრო, ადგილი და სხვა დეტალები მუდმივად დაუზუსტებელია ან/და მონაცვლეობს

ორშაბათიდა უეჭველი ვარჯიშს ვიწყებ

0

სითსიხე

ერთი პიროვნების მიერ სხვა პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის ქცევის არაორდინალურად ჩათვლა

😂

0

მაგის ყბაში მტერი ჩავარდა

ერთგვარი წყევლა, რომელშიც გამოიხატება ადამიანის მონდომება, როგორმე სხვისი სალაპარაკო არ გახდეს, რადგან ის სხვა პირველი ,,სორტის" ჭორიკანაა.

- გუშინ რომ სალის დაშორდი, ზურას ვუთხრა?
- აუ, არა, რა, მაგის ყბაში მტერი ჩავარდა.

0

მალადეც

ძირითადად გამოიყენება ძია კაცების მიერ. სუფრაზე კარგად შეზარხოშებულები, რომლებიც კითხვას გისვამენ და შენს პასუხს აუცილებლად მოაყოლებენ თუნდაც პასუხი აშკარა და გარდაუვალი იყოს.

მაგალითი: ბიძი რამდენი წლის ხარ? პასუხი: 20
ძია კაცი: მალადეც

0

ლეკვია

ამბობენ პიროვნებაზე, რომელსაც აჯვამენ. ჯერ ბავშვია და არაფრის გაგებაში არაა.

კაი გაანებე ლეკვია შეჩემა

0

საით?

ამ კითხვას სვამს ადამიანი მაშინ, როდესაც თქვენ მანქანას ქოქავთ და რომელიც პირდაპირ ვერ გეუბნებათ - გამიყოლეო.

- პრივეტ. საით??
- სამსახურში.
- მეტრომდე ჩამოგყვები რა.
- ზღვით მივდივარ

0

სალაპარაკო გაქ?

სხვისი მობილურის ანგარიშით მოსარგებლე ადამიანის ტიპიური კითხვა, რომელსაც სულ "სასწრაფო საქმე" აქვს.

- პრივეტ ძმა, სალაპარაკო გაქ?
- მგონი კი
- აუ ძმურად, 2 სიტყვას ვეტყვი, პატარა გაუგებრობა მაქვს და არმინდა ჩემი ნომრით დავრეკო

0

ფაიზახს ბაზრობ

ფაიზახს ბაზრობ ანუ სიმართლეს ამბობ ეს ისეთი სიმართლეა რომელშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება

შალვა ნათელაშვილი მუდამ ფაიზახს ბაზრობს