0

გავღერძოთ?

ძმაკაცის მიერ დასმული კითხვა,როცა მას მგელივით შია

-ჰაა გავღერძოთ?
-სხვა რა გზაა.

0

რომელი საათია?

ეს მარტივი შეკითხვა ზოგჯერ იწვევს ოჯახის შექმნას, შვილებს, შვილიშვილებს და ა.შ უმეტესად აღნიშნული შეკითხვა გამოიყენება ხალხმრავალ ადგილას, როგორიცაა კ"ლ"უბი და ა.შ

- რომელი საათია?
- 23:00
-მადლობა, და ისე რას საქმიანობ?

0

ე სად ბანაობ?!

სიტყვას აქვს მიმართულება პირისკენ რომელიც აზრზე არაა რას ლაპარაკობს

-ბიჯო ორჯერ ორი ოთხი როა ხოიცი
-ეე სადაბანაობ

0

გუშინ ჩამოთესლილი ახვარი

ფრაზა გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იმ ადამიანის დასამცირებლად/აზრზე მოსაყვანად, რომელიც ჩამოსულია სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან და ცდილობს ზემოქმედება/ზეგავლენა მოახდინოს მკვიდრ მოსახლეობაზე ან თავი ზემოთხსენებულზე ჭკვიანი ჰგონია.

-ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დაფარული, ეს უბანია კალდუნ.
-შენ რა ?! შენ ვის ასწავლი უბანს ?! მე მასწავლი ? შე გუშინ ჩამოთესლილო ახვარო.

0

ნოლზე ვზივარ

მომენტი როცა ძმაკაცი ოცი თეთრის დამატებას გთხოვს სიგარეტის საყიდლად, მაგრამ შენ მაგ ოცი თეთრით ჩუპაჩუპსის ყიდვა გინდა და ცდილობ დაარწუმო რომ ფული არ გაქვს. ან შეიძლება მართლა არ გაქვს.

-შეჩემა ოცი თეთრი არ გაქ?
-არა ძმაო, ნოლზე ვზივარ.

0

გიჯმეტი

იგივე ჩვიდმეტი იყენებენ შეურაწყოფის მისაყენებლად

-დღეს რა რიცხვია?
-გიჯმეტი😂😂😂

0

დაქალი აგვიყირავდა

სიტყვა გამოიყენება მაშინ,როცა რაიმეს აღნიშვნის შემდეგ მეგობარი ცუდად გიხდება ...

-რა ხდებოდა გუშინ? -რავი , არაფერი ისეთი ,აგერ დაქალი აგვიყირავდა..

0

ნელა ბიჭო უბანია !

პიროვნება ე.წ "პასაჟირი" მოუწოდებს საჭესთან მჯდომ მეორე პიროვნებას სიფრთხილისკენ, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას

-ნელა ბიჭო უბანია!
-ვხედავ შე ჩემა..

0

შევარდნაძეები

თეთრი, უმკლავო და დეკოლტირებული მაისურის სახეობა, რომელიც საქართველოს მე-2 პრეზიდენტს ეცვა ტერაქტის შემდგომ ინტერვიუს დროს. აღსანიშნავია, ამ მაისურს დღემდე ყავს თავისი აუდიტორია ჩვენს ქვეყანაში.
აღნიშნული მაისურის ბრეტელები ერთკვირიანი ექსპლუატაციის შემდეგ დეფორმირდებოდა ისე, რომ დეკოლტე აღარ ფარავდა მფლობელის სულ ცოტა ერთ ძუძუს თავს მაინც.

მაისურის და პრეზიდენტის სარძევე ჯირკვლების სანახავად იხილეთ 1998 წელს ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ, ტერაქტის შემდეგ

0

გასაგებია.

სინამდვილეში მეოთხეჯერ გითხრა ერთიდაიგივე წინადადება მეგობარმა,მაგრამ ახლაც რომ ვერ გავიგე უთხრა ტეხავს...

-გიო ნიკასთან გავიაროთ,შემდეგ
- მაგაზიაში გავიდეეთ X4 გაიგე?
კი გავიგე