1

ზდაროვა ბიჭებს

ქუჩური მისალმება რომლითაც შეგიძლიათ მიესალმოთ 2 ან მეტ მამრობითი სქესის ინდივიდს. ამ მისალმების დროს აუცილებელია სიტყვა "ბიჭები" იდგეს მიცემით ფორმაში.

- ზდაროვა ბიჭებს!
-ზდაააროვა ძმააა!

4

აღარ გავიზრდები

ლეგენდის თანახმად, თუ თქვენ მეგობრის ფეხებს შორის გაძვრებოდით ისე რომ შემდეგ უკან აღარ გამოძვრებოდი, მაშინ თქვენი ზრდის პროცესი შეწყდებოდა.

-აუ ეხლა აღარ გავიზრდები

3

ჯიგარი

ის, ვინც სხვების სურვილებს ხვდება და ასრულებს მათ. ამავდროულად, ადამიანი, რომელიც ხვდება ძმაკაცმა რა გაიფიქრა და ულვაშებში ეღიმება.

„-გუშინ მიშოსთან რო ვსვამდით ბიძამისი გაიჩითა და 5 ჩაყრა მოგვცა, მაგრა გაგვისწორდა.
-რა ჯიგარია ბიძამისი.“

3

ახალი რა ხდება?

ამ ფრაზას ძირითადად გავიგონებთ მაშინ , როდესაც დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდები და სასაუბრო თემა გამოგელევა, უხერხული სიჩუმის გასაფანტად ისმის ეს კითხვა თორე არც ძველი არიცით რახდება და ზოგადად შეიძლება სულ *ლეზე გეკიდოს ეგ ტიპი.

ხოო . ახალი რახდება

0

მოდი ვიშაიროთ

ასე ხდებოდა 90-იანებში ბეთლში გამოწვევა, სადაც ბავშვები ან მოზარდები ერთმანეთს შაირებით ეპაექრებოდნენ. გამარჯვებული იყო ის, ვინ ბოლო იტყოდა შაირს.

-მოდი ვიშაიროთ

2

დატყვნა

ნაჩუმათარზედ წასწრებას ჰქვია საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა

ბიჭო რაქენი გუშინ იმ გოგოსთან?
ქმარმა დამატყნა

2

წკიპურტი

ცერა თითიდან ასხლეტილი საჩვენებელი თითის ელვისებური მოძრაობა,რომელიც ადამიანის თავის ქალასთან შეჯახებით სრულდება.ასეთ წკიპურტს შალაბანი ეწოდება.

გინდა ძმა შალაბნები გავცვალოთ?

1

ნეიტრალნი

თუ კალათბურთის/ფეხბურთის თამაშის დროს გაგყავთ გუნდი მაგრამ მოთამასეების რაოდენობა კენტია, ყოველთვის არის გამოსავალი. 1 მოთამაშე იქნება ნეიტრალური და მომენტალურად გახდება იმ გუნდის წევრი ვინც მას პასი მისცა.

დავაი მე ნეიტრალნი ვიქნები.

2

თამბლერა

Homo-ს გვარის ერთ-ერთი ახლადწარმოქმნილი სახეობა (ლათ. Homo tumblricus), რომლის წარმოშობა უკავშირდება ბლოგის_ Tumblr.com-ის წარმოშობას.
სახეობა დაყოფილია რამდენიმე ქვესახეობად:
1. დეპრესიული თამბლერები (ხასიათდებიან წვიმის წვეთებიანი ფანჯრების, დასერილი ვენების, სიგარეტიანი მდედრების/მამრებისა და ნარკოტიკული საშუალებების ფოტოებისადმი ლტოლვით).
2.პოზიტიური თამბლერები (ხასიათდებიან ფერადოვნებით, ღიმილითა და მშვიდობისშემცველი აზრების ქონით, თამბლერიზმისა და ჰიპიზმის შერწყმით. ხშირ შემთხვევაში არიან ბალახისმჭამელნი (ლათ. Herbivora)).
3. რეტრო თამბლერები (აქვთ 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების მოდისკენ მიდრეკილება და თვლიან, რომ ამ პერიოდში უნდა დაბადებულიყვნენ. ახასიათებთ ჰიპიზმი).
4. ნუდი თამბლერები (თვლიან, რომ სიშიშვლე არტია. შეუძლიათ სხეულის ნებისმიერი ნაწილის არტულად წარმოჩენა ფოტოებში).
არსებობს თამბლერათა სხვა მცირე ჯგუფებიც.
სახეობისთვის დამახასიათებელი ზოგადი მორფოლოგიური მახასიათებლები: ფერადი თმა/ტანსაცმელი, ტატუ/პირსინგი გამოსაჩენ ადგილას, არასტანდარტული ჩაცმულობა, არასპორტულობა და მუსკულატურის ნაკლებობა.
ჰაბიტატი: ფაბრიკა, ჩაის სახლი ოპერასთან და სხვა არტობა ბარები.

1. - წამო, ფაბრიკაში ავიდეთ, თამბლერა ნაშობა ავყაროთ.
2. - რა ფერზე შეიღებე თმა, თამბლერდები?
3. - თამბლერა არ ვარ, უბრალოდ, განსხვავებული ადამიანი ვარ.
... და ა.შ.