0

გატეხილშია

ნაწყენია. იგილისხმება, რომ წყენისაგან დამცავი კედელი გატყდა და წყენა გულში ჩაიღვარა.

-გიოს რა ჭირს დღეს?
-გუშინ იუვენტუსმა გაუსხა და მაგარი გატეხილშია

0

მეშჩანი

ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. აი, მაგალითად, ჯოკერში რომ შენი პარა თავისი ორის წასაყვანად შენს შვიდს არ გაგატანს ეგაა მეშჩანი.

.

0

საჩკაობა

უსაქმოდ ყოფნა და ლოდინი, რომ ბედნიერება თავისით მოვა. ქაუნთერში ამას კემპერობას ეძახდნენ.

-რას საჩკაობ ბიჭო გაინძერი რამე გააკეთე

0

ვინც პირველი ის ტიტველი

ძირითადად გამოიყენებენ 3-12 წლამდე ბავშვები რომლებიც პუტკუნები არიან და ვერ დარბიან სწარაფად ან უბრალოდ ნელები.

-ვინც ბოლო ის გოგო
-ვინც პირველი ის ტიტველი

0

ძმასესხე

ძმაკაცი ან მეგობარი, რომელიც სულ ფულს გთხოვს და გარწმუნებს რამოდენიმე დღის მერე მას დაგიბრუნებს.

ძმასესხე

0

სად წვიმდა?

შეკითხვა დაესმის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს, აწ უკვე განვლილი ღონისძიების ლოკაციის დასადგენად.

-სად წვიმდა?
-ძმაკაცის ბებიის გასვენებაში.

0

ალენ დელონი

პიროვნება რომელთან შედარების შედეგად შეგვიძლია დავაკნინოთ ნებისმიერი მამაკაცის გარეგნული სილამაზე

- ბიჭო ნახე ლევანა რა სიმპატიჩნია
- მაიცა რაა შეჩემა ეგეც არ მყავდეს ალენ დელონი