0

ვიზიარებ

გავრცელებული მწუხარების გამოსახატი სიტყვა, როცა რეალურად არ იზიარებ არავის მწუხარებას და ადამიანის გარდაცვალებით გულიც დიდად არ დაგწყვეტია

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას

0

იყვნენ თავისთვის

ეს პროგრესული გამონათქვამი მიმართულია ელჭიპიტისეული ცხოვრების საზოგადოდ გამოვლინებებისადმი

"სახლში რაც უნდათ, ის უქნიათ"
"თავისთვის იყვნენ, ვინ
უშლით, ოღონდ ხალხს ნუ აღიზიანებენ"

0

Murtsku.Ge - მურწყუ

01.28 2019 დან უკუნითი უკუნისამდე სანაგვეზე მოსროლილი ქართული ვებსაიტი, რომელსაც წარსულში მე-11 - მე-12 კლასელები იყენებდნენ აწ უკვე გაუქმებული CAT-ის გამოცდების ჩასაბარებლად

მურწყუ გაკოტრდება ბაჰაჰა

0

რა კაი ღვინოა

უცვლელი შეფასება ნებისმიერი სახის ღვინოზე, რაც იწვევს კითხვას - ცუდი ღვინო შენთვის რომელია?

ვაა, რა კაი ღვინოა

0

სპოილერობა

მუღამში ჩაჯმა და იმ პიროვნების მიერ, რომელმაც უკვე ნახა ის სერიალი ან ფილმი, რომლის ნახვასაც აპირებდით და მთელი სიუჟეტი ან საკვანძო მომენტები კომენტარებში ზედმიწევნით ჩამოარაკრაკა

-აუ, ჯეკი და სარა არ უნდა მომკვდარიყვნენ ბოლოს რა :(
-ოეეე ნუ სპოილერობ!!!

0

ეჰ, იოსებ, იოსებ!

ამ ფრაზას იყენებს ძირითადად ხანში შესული მამაკაცი, რომელიც ტელევიზორში უყურებს ლგბტ აქციას, ან ჯაჯანიძის შოუს, და ნატრობს სტალინის აღდგომას, რათა მიახვრიტოს ეს პედერასტები!

- ჩემი ფუჩუ ჩემი არჩევანია!
- ეჰ, იოსებ, იოსებ. წამოაყენა ეხლა ცოტა ხნით... ამდენს ვინ გაბედავდა მის დროს?!

0

ანუ?

კითხვა, რომელის დასმაც საშუალებას აძლევს პირს გააგრძელებინოს ლაპარაკი მოსაუბრეს, რომელიც ამბავს უყვება, და ამით აღმოფხვრას უხერხული სიჩუმის ჩამოვარდნის რისკი.

- გუშინ მე და ჩემი მეგობრები სანადიროდ ვიყავით.
- ანუ?

0

პურის გარეშე შეჭამე

ყველა უჭმელი ბავშვის ცხოვრებაში ხშირად გაგონილი სიტყვები , რომელიც გამოიყენებოდა მაშინ, როდესაც საჭმელს ბოლომდე ვერ ჭამდი და ამ დროს მშობელი( ან ბებია ბაბუა ნებისმიერი ოჯახის წევრი) ტაქტიკური სვლით გაიძულებდა და გაჯერებდა , რომ პურის გარეშე შეძლებდი საჭმლის ბოლომდე შეჭმას .

-აუ მეტს ვეღარ ვჭამ , აღარ მინდა.
-ჭამე ეგ რაღა დასატოვებელია
-არ შემიძლია ვერ შევჭამ
-კაი პურის გარეშე შეჭამე მაშინ
:დ