0

ბრდღვნას გავადენ

გამოცდიდან ერთი დღით ადრე წარმოთქმული ფრაზა , რომელიც მასალის სრულყოფილად სწავლისთვის საჭირო მოტივაციის უმაღლეს დონეს გამოხატავს.

დღეს რომ დავჯდები, ბრდღვნას გავადენ მათემატიკას

0

ხორვატებს გავუტანეთ

ისტორიული მომენტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რომელიც ქართველმა კომენტატორმა დაუვიწყარი გახადა

საქართველოს ნაკრებმა გაიტანა, ერთით ნოლი, გოოოოოლ !

0

შევლენ პრიამოი ხოდით გამოვლენ ზადნი ხოდით

მასწავლებლების საატესტატო გამოცდის წინანდელი ფრაზა, რომელსაც ჩაჭრისთვის განწირულ მოსწავლეებზე ამბობენ.

დავინახავ რას გააკეთებენ , შევლენ პრიამოი ხოდით , გამოვლენ ზადნი ხოდით..

0

ნოვში ვარ

გამოიყენება მაშინ, როდესაც სტადიონზე ახლად მისული ინდივიდი, ორი მოწინააღმდეგე სრულად შევსებული გუნდის გამო, მორიგი თამაშისთვის არის განწირული. ძირითადად, ნოვში მყოფი ადამიანი, დამარცხებული გუნდის ყველაზე სუსტ მოთამაშეს ანაცვლებს.

-ზდაროვა ბრატსი, რა შოტია დაგემატებით რომელიმეს.
-ვართ ძმა უკვე.
-კაი ბრატ მაშინ ნოვში ვიქნები.
-კაი ძმა.

0

*ლე ქალა

მანდილოსანი რომელიც არ მოიხიბლა ბიჭით, რომელიც მის „დაკერვას“ ცდილობა.
ძირითადად ეს ფრაზა გამოიყენება ამ ბიჭის მიერ მის საძმაკაცოში თავის გასამართლებლად.

გაანებე თავი *ქალაა

0

ჭაში ნახათქუნები ვედრა

გამოიყენებენ მაგრად ნახმარი სახეგაძრობილი ადამიანის მიმართ

არარი ჭაში ნახათქუნები ვედრასავიიით?!

0

გადავირტყი ზურგზე

ძირითადად გამოიყენება მას შემდეგ რა 9 ლარიდან ზემოთ ღირებულების შაურმით დანაყრდება ადამიანი(თუკი მას ადამიანი ქვია).

იიფ, რა 9 ლარიანი შაურმა გადავირტყი ზურგზეე.

0

კაბოიკა

90-იანების ტყავის ქურთუკი,რომელსაც იყენებდნენ ბაზრობებზე გამყიდველები ან უფროსი ხალხი.

კარგი კაბოიკაა,თავის ფასში გაძლევ.