0

ზბოგამ

რუსული სიტყვაა და ძირითადად დამშვიდობების დროს იყენებენ, მნიშვნელობით კი გვევლინება, როგორც "ღმერთი შენსკენ".

.

0

ატვეტი

რუსული სიტყვაა და ნიშნავს პასუხს.

- საქმესთან დაკავშირებით ველოდები ატვეტს.

0

სკამერი

პიროვნება რომელიც ხალხს მოტყუებით ართრმევს steam-ზე არსებულ საქოლენს:CS:GO-ს სკინები, დანები და ასშ; dota-ს სკინები და ასშ; ქართველები საუკეთესოები 😎❤️

- ბიჭო გიორგამ რა ქნა ნახე? 5კა დანა წამოიღო
- სააღოლ მაგას ნიჭიერი სკამერია

0

სკამერობა

თაღლითობის მეთოდი როდესაც ერთი პიროვნება მეორეს მოტყუებით ართრმევს steam-ზე არსებულ საქოლენს:CS:GO-ს სკინები, დანები და ასშ; dota-ს სკინები და ასშ; ქართველები საუკეთესოები 😎❤️

- ბიჭო დღეს კაცი დავსკამე
- რა წამოიღე?
- კალაშნიკოვი - რედლაინი და ავეპე - ონი ტაიჯი

1

გავიყარე

ნიშნავს მთელი ფულის კაზინოში წაგებას, ხშირ შემთხვევაში სლოტებში და ფსონის დადებისას.

- რა ქენი, მოიგე რამე?
- არა, გავიყარე ყველაფერი

0

ყიყლიყო

ქართული ნაციონალური დელიკატესი, რომელიც მზადდება ოდნავ დაძველებული პურისა და კვერცხის კომბინაციით. ძირითადად მოიხმარენ დილაობით, ბებიისგან ან დედისგან განებივრებული ზრდასრული ადამიანები.

- ბებო,ყიყლიყო გამიკეთე
- კი ბებო გენაცვალოს

0

სახსრებში მტეხს

ფრაზა განეკუთვნება მოხუცი ადამიანების მიკრომატიანეს და მიანიშნებს ამინდის გაუარესებაზე. იდიომატური გამონათქვამი ასევე გავრცელებულია მოყვარულ სინოპტიკოსებსა და რევმატიზმით დაავადებულ მეტეოროლოგებს შორის. მედიკოსებისა და ნატურალისტების დაკვირვებით, პენსიონერების ბარომეტრი 95%-ით ზუსტია. ზოგიერთ პრიმიტიულ კულტურაში მიჩნეულია, რომ შესაძლებელია ამინდის კონტროლი და, მასზე ზემოქმედების მოსახდენად, სარიტუალო მოხუცებს მტკივან არეში უზელენ დიკლაკის გელს. სამედიცინო ტრადიცია გვაფრთხილებს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა არ დასტურდება პრაქტიკით.

- თეშტიგო, საწვიმარი და ბარჯი ჩაიტანე ველბოტში. ამინდი გაფუჭდება.
- აქაბი გააწამა ისევ რევმატიზმმა?
- სახსრებში მტეხს, გიჟი მარტი მოტრიალდა აპრილის ქარებშიო.

0

როსტო

ნებისმიერი სიტუაციისას უკანა ფონზე მყოფი სრულიად უფუნქციო ადამიანი. სიტყვა იღებს დასაბამს "ნანუკას შოუს" თანაწამყვან როსტოდან გამომდინარე

- როსტო ხარ შეჩემა? ხმა ამოღე, თქვი რამე!