0

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტოლოგი

პენსიონერი, რომლის შეხედულების მიხედვითაც უნდა მოეწყოს სამყარო. მას მიაჩნია, რომ ახალგაზდა ადამიანის ნებისმიერი მოქმედება კაცობრიობის წმინდა უფლების შელახვა და ფეხით გათელვაა. მათი და კონდუქტორის პირისპირ შეხვედრამდე, საქალაქო ტრანსპორტში ირთვება საგანგაშო სირენა, რომელიც წარმოადგენს ველურ დასავლეთში ჩაწერილ კოიოტის კივილის ხმას და აფრთხილებს მგზავრებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. არასოდეს აქვს სამგზავრო ბილეთი.

2084 წელი. თბილისი.
- გუშინ პოლიეთილენის პარკები ამოუღიათ „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ აშენებული ბინებიდან. პიტნის წვეთებიც გააქრეს აფთიაქებიდან.
- ჩუმად ილაპარაკე, ყველგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტოლოგები არიან. ასანთის ღერი მაქვს და ის გაღეჭე, სანამ დაფრინდება ტრამვაი. გული თუ აგერია, ეგრევე ჩაგვავლებენ.

0

კასპერი

მიმზიდველი ადამიანი, რომელიც პერიოდულად ჩნდება თქვენს ცხოვრებაში და გაფორიაქებთ. მეგობრული მოჩვენება.

- გოგო, რატო გირეკავ ახლა. მოკლედ... წინა შაბათ-კვირას მე და ლიკა ვიყავით წერაქვის ტყეში. ხო იცი, რა გიჟები ვართ და უცებ, მოგვინდა არალეგალურად ნადირობა. ჰოდა, ჩავსხედით კამუფლაჟით საფარში და აბა, გამოიცანი, ვინ გაიჩითა? ხოოო, მახოოო! გაუკვირდა, აქ რას აკეთებო და „ვბრაკონიერობთ გოგოების“ თქმა გამიტყდა. ვიოლინოს დასამზადებლად რეზონანსულ ხეებს ვეძებთ და კამერტონი ჩამივარდა ბუჩქებში-მეთქი. ისეთი საყვარელია, დაიჯერა. საღამოს შევედი მაგის პროფილზე და რეინჯერად დაუწყია მუშაობა.

1

მეგობრობის დღიური

სოციალური ქსელის ხელნაწერი ვერსია, გავრცელებული 90-იან წლებში. შენი ნაცნობ-მეგობრები მასში პასუხობდნენ შენივე შედგენილ კითხვებზე, თუმცა აღნიშნული კითხვები ძირითადად იდენტური იყო ყველა მეგობრობის დღიურში. მათში ასევე წააწყდებოდით პოეზიის ბრწყინვალე გამოვლინებებს, იხილეთ მაგალითი.

ავიარე მითხრეს, ჩავიარე მითხრეს, ნანკას შეყვარებული უჭამიათ ვირთხებს.

2

ბიჩოკების ამოყრა

თამბაქოს ზეგავლენა სტაჟიანი მწეველის სტამინაზე

ფეხბურთი ვითამაშოთ?
რა ფეხბურთი რო დავრბივარ ბიჩოკებს ვყრი

0

გავთანაბრდეთ

ეს ფრაზა გამიოყენება ეგრედწოდებულ რაზბორაზე, როდესაც განიხილავენ თემას და არკვევენ ვინ იყო მართალი. ამ ფრაზით მოდებატეები ან იცუცქებიან და ისე ლაპარაკობენ ან შემაღლებულზე დგებიან.

-მოიწი, გავთანაბრდეთ ბრატ.

0

ქართველობა

სიტყვა, რომელსაც ვერავინ ვერ მოუძებნა ზუსტი განმარტება. ამ სიტყვას ყველა სხვადასხვანაირად იყენებს და გამოიყენება მეცნიერულ წერილებშიც. იგი მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, რელიგიას და ხშირ შემთხვევაში უამრავ ყლეობას.

ქართველობას ვერავინ წამართმევს
ქართველობა და ლიბერალიზმი ერთმანეთს ვერ ეწყობა
ამერიკელები ჩემს ქართველობას ვერ წაიღებენ

1

)))

რაღაც ყლეობა, რომელიც მიმოწერის დროს თითქოს უფრო თესლ ტიპს გაჩენს

- კარგი იყო გუშინ?
-ნუ იტყვი )))

2

წყალს გისხამენ?

საკმაოდ საინტერესო და რეალობასთან შეუსაბამო კითხვა მაღალი ადამიანის მიმართ,რომლის მიხედვითაც პიროვნებას რწყავენ.სწორედ ამიტომ გაიზარდა ამხელა

-რაიყო რამსიმაღლე ხარ.წყალს გისხამენ?

1

დანიავება

ვალის დადების ერთ-ერთი სინონიმი,იხმარება როდესაც მეგობარი თხოვს თავის მეგობარს რომ ვალად აიღონ მაღაზიაში სასურველი პროდუქტი(ნივთი.ა.შ).

ნიკუუშ ძმობას გაფიცეებ დაინიავეე რაა კოკა-კოლა ხვალე მოგაწვდი ფულს და შეიტანე.(დაახლოებით ეს ფულის მიწოდება იწელება 1თვემდე).