0

ჩაადგი

მგზავრის მიმართვის ფორმა სპორტული ავტომობილის მძღოლს, მისი სრული პოტენციალის გამოსავლენად

-გვირაბში რო შევალთ ჩაადგი აბა

0

GPA რამდენი გააქვს?

ქართველ სტუდენტებში აქტუალური, საკმაოდ “პირადი” შეკითხვა, რომელსაც ხშირად გაღიზიანებულები სვამენ, როდესაც ყელში ამოუვათ მეგობრის ზედმეტი ლაქლაქი მაღალ ქულებზე ( რაც რა თქმა უნდა ხშირად ტყულია).

- აუუ 6 გაცდენა მქონდა, არაფერი მიმეცადინია და მაინც მაგარი ქულა დამიწერა, A-ზე დავხ..
- დაა GPA რამდენი გააქვს?

0

მოტყანი სანამ თბილია

მოცემული ფრაზა დასაბამს იღებს ნეკროფილიიდან, მაგრამ დღეს უკვე გამოიყენება მეტად შინაურულ სუფრაზე, როდესაც სუფრას კიდევ ერთი მეგობარი ოდნავ მოგვიანებით შემოესწრება და მას ურჩევენ გაცივებამდე მიირთვას დარჩენილი საკვები.

-აი კაკრას გიოც გაიჩითა. მიდი გიუშ პივას ეხლავე დაგისხავ მანამდე სასისკი დარჩა მიდი, მოტყანი სანამ თბილია.

0

ის იცი?

"ის იცი?" - ხშირად, გამოიყენება ანეგდოტის დაწყების წინ. კითხვა, რომელიც ადამიანში ბადებს ცოდნის სურვილს. რა უნდა იყოს ისეთი, რაც შენ არ იცოდე.

- მაგარი ანეგდოტი ვიცი
- აუ, აუ, ის იცი?
- მიდი აბა...

0

მუტლების მოხსნა

მოცემულ ფრაზას ძირითადად ორი ძმაკაცის დიალოგში შეხვდებით, როდესაც ისინი გადაწყვეტენ ერთად წავიდნენ სადმე, სადაც გაიცნობენ ახალ გოგონას და მათ დაითანხმებენ ინტიმურ კავშირზე.

-რას შვები ლუკა როგორ ხარ?
-რავი არაფერს შენ?
-რავი წამო დღეს მაგარი კლუბი ვიცი უეჭველი მოვხსნით მუტლებს.

0

ფულიანი მეგობრები

მეგობარი, რომელიც ეკონომიკური შესაძლებლობებით საშუალოზე მაღალ დონეზე დგას. ძირითადად ასეთი მეგობრების პიროვნულ თვისებებს არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ეს პიროვნება მრავალმხრივ გამოსადეგია და არ ღირს მისი დაკარგვა.

-ლაშა რას შვება, როგორ არის?
-ფულიანი მეგობრები გაიჩინა და მაგარ პონტშია.

0

გავიყლისძირე

გამოიყენება ადამიანის მიერ, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ შაურმა შეჭამა და გამოხატავს, თუ რაოდენ დანაყრებულია.

-აუ დღეს 13 ლარიანი შაურმა გავიყლისძირე.

0

ჰაა ავყაროო?

იგულისხმება ფურცლების, ქსეროქსების დასტის ჰაერში აყრა იმ მიზნით რომ ქუჩაში ან უნივერსიტეტის შენობაში მომავალმა სამპათიურმა ბიჭმა აგაკრეფინოს ეს ფურცლები და მიხვდე ის ის არის თუ არა ( ს’წ’ენკის ჩადგმის პერსპექტივით )

- ნახე გოგოო, რა კარგი ბიჭი მოდიიის
- ჰაა ავყაროო?

0

ხელცქვიტა

ეს შესატყვისი გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ახალი დამთავრებული ჰქონდეს მასტურბირება. მოცემული სიტყვა ასევე გამოიყენება მეგობრის ან ძმაკაცის მიმართ, როდესაც იგი უჩვეულოდ დაბნეულია.

-რა გჭირს შეჩემა?
-რავი უცბათ რაღაცაზე ჩავფიქრდი...
-აუ რა მაგარი ხელცქვიტა ხარ!

0

მიჩქმიტე

ამ სიტყვას ამბობს ადამიანი, მაშინ როცა სურს დაადგინოს ესიზმრება თუ რეალურია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. "მიჩქმიტე" გამოიყენებე როგორც კარგ ასევე ცუდ მომენტებში.

- თქვენ მოიგეთ მანქანა
- მიჩქმიტე