0

ბიჩ კუნძულია

მეგობარი ბიჭს ან გოგოს მიმართებაში ნახმარი სიტყვა სადაც შენ გულისხმობ ბო*ს თუმცა მისი რეაქციის შემდეგ გადაიფიქრე და ეუბნები რომ ბიჩ კუნძულია

-იუ არ ბიჩ
-რაააააა ვინაა ბო*ზი ბიჭო
-რა ბო*ი ბიჩ კუნძულია

1

მანქანის გასაღები

მანქანიანი ხალხის ყურის გამოსაწმენდი საშუალება

ეს სიტყვა წინადადებაშ არარსებობს რადგან ხალხი ამაზე ყურადღებას არამახვილებს

0

"ჩემმა დაიწყო დისტრიბუციაში"

ყოველთვის არსებობს ჩვენ საახლობლოში ესეთი დეიდები/ძიები ვინც ამ ფრაზით ტრაბახით ეუბნება მშობელს როდესაც შენ არ მუშაობ!

ნათესავი
ჩემმა დაიწყო დისტრიბუციაში..
დედა
- ხედავ შვილო? დისტრიბუციაში დაუწყია, იქნებ ერთი ადგილი გამოგიჩნდეს!

0

სახეზე მეცოდინება

უკანასკნელი იმედი მაშინ, როდესაც პოტენციური საერთო ნაცნობის იდენტიფიკაციის ყველა სხვა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.
ადამიანებთან კავშირის უმაღლესი ფორმა.

- სადაური ხარ ძმა?
- რუსთაველი, ძმა
- ვა, აი, შარტავაზე გიორგას იცნობ? ქილერას
- არა, ძმა, მარა სახეზე მეცოდინება უეჭველი

0

მძიმე კაცთან

სივრცე:
-დიდია.
-ორი სკამი.
-ფონად თესლი არტი “დიდი აზრით“

წამყვანი:
-მძიმე.
-სურდო აქვს.
-თავს აქნევს სანამ ბატარეიკას არ გამოუცვლიან.
-იქსიკს და ნოლიკს ეთამაშება საკუთარ თავს.

სტუმარი:
-ხშირ შემთხვევაში გაუნათლებელი მემარცხენე,რომელმაც არ იცის რა უნდა ამ ცხოვრებაში.
-ყველანაირად ცდილობს სიბრძნე დადოს(თუნდაც მარტივ და უაზრო კითხვაზე)
-„აუ რანაირი კითხვაა“ (როდესაც უჭირს სიბრძნის რწყევა)
-სტერეოტიპულად უყურებს ქართულ საზოგადოებას.

კითხვები:
- უაზროდ პროვოკაციული.
-ზოგი კითხა ისეთია ,რომ რთულია დებილი არ გამოჩდე პასუხის გაცემისას.
- თუ სტუმარი ბანძი როჟაა მიზანმიმართულად აყრიან უაზრო კითხვებს ,რომ უფრო საცოდავი გამოჩნდეს.
-თუ სტუმარი განათლებული პიროვნებაა,მაშინ კითხვები მხოლოდ მის პროფესიაზეა მიმართული.

- რა ფერისაა ცუილი?
-ალბათ სევდიანი ლაჯვარდისფერი.
-ვინ არის ყველაზე მაგარი დამბოყინებელი ქართულ შოუბიზნეში?
-ვერ გამოვარჩევ, სხვებს ეწყინებათ.
-რა არის „ღვინო, დუდუკი ,ქალების“ თქვენებური ვერსია?
-ჰმმ..
-რისი ქვეყანაა საქართველო?
-სიბნელის,გაუნათლებლობის და ტაქსის.

0

გითრევ ლარიანი ჟეშტივით

90-იანებში ძალადობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა რომელიც აღნიშნავს ადამიანის ძლევამოსილობას რომელსაც შეუძლია იაფასიანი ჟეშტივით მოგაქციოს.

-ოე რამდენს ბლატაობ ბიჭო გითრევ ლარიანი ჟეშტივით!

0

მაკიაჟი

მაკიაჟი-რომლის გამოყენება ქართველი გოგოების 70% არშეუძლია, რადგან ინსტრუქცია არ აქვს.

ტუჩსაცხი რომ ცხვიარამდე აქვთ წასმული, ლიჟბი დიდი ტუჩი გამოუჩნდეთ.

0

გამისროლა

სტაჟიან მსმელ ადამიანებში გავრცელებული ტერმინი,რომელიც ხდება სიმთვრალის პიკში. როცა სუბიექტი საკუთარ სხეულს კონტროლს ვეღარ უწევს,მოულოდნელად მის თავს ვითარდება ამოუცნობი პროცესი, რომელმაც შესაძლოა რამდენიმე მეტრის იქით გაისროლოს(გადააგდოს) იგი.

შენც დაინახე არა,როგორ გამისროლა?

0

ჯაბას ნათლული

ხელშეუხებლობის დაუწერელი გარანტი რიგ შემთხვევებში, ზოგჯერ - დაცვის უკიდურესი ფორმა 90-ანი წლების თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში. როგორც წესი, ჯაბას ნათლულობა ამოღებულ იარაღს უკან ჩაგადებინებდა, მოქნეულ დანას ჰაერში გააშეშებდა, ან, ნაპრიაგში გადასულ ბაზარს დროებით ასპაკოინებდა.

# . ჯაბას ნათლული ვარ, ძმაო,
# იმას არ დაარტყათ, - ჯაბას ნათლულია.

0

ორი კაციც და გავდივარ

რეგიონალური დანიშნულების სამგზავრო მიკროავტობუსების ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი მგზავრების მოსაზიდად.
"რიკოთზე არ ვაჩერებ"-ს შემდეგ ყველაზე მიმზიდველი მესიჯი იყო გატანჯული მგზავრისთვის.

# აბა, ორი კაცოც და გავდივარ!
# აბა ქუთაისი,ცენტრი-ავტოსადგური, ორი კაციც და გავდივარ, რიკოთზე არ ვაჩერებთ!