0

კი და ცოტა კიდე გადააქვს

ავტომობილის მეპატრონის პასუხი დასმულ კითხვაზე მანქანა ,,იდგავს თუ არა იმდენს , სპიდომეტრზე რამდენიც აწერია``.

- დვა ი ნოლია ძმა ?
-კი , გასპორტულებული
-თავისას იდგავს?
-კიი და ცოტა კიდე გადააქვს

0

აფსუს

ძირითადად ამ სიტყვას ვზროსლები იყენებენ, როდესაც თავიანთ წარსულს მისტირიან.

აფსუს რა ბიჭი ვიყავი...

0

ძაან გაჩითულია

ეს ფრაზა გამოიყენება ბენდენა წაკრულ 1K ლაიქიან ტიპებზე რომლებიც დაახლოებით 20 პიროვნებას თაგავენ ერთ სურათზე.

ვაა გაიჩითე?

0

აუ რას ჩავიფენდი

გადმოცემა იმისა,რას უზამდა მშიერი ესა თუ ის ადამიანი შაურმას.

აუ რას ჩავიფენდი 7 ლარიან შაურმას.

0

დაწერე თურმე რა ეს დედამო...

ქართველი აზარტული მოთამაშის საფირმო ფრაზა, რომელიც გამოხატავს სინანულს, იმის გამო, რომ დასრულებული მატჩის შედეგს წინასწარვე ვარაუდობდა, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხა საკუთარ ბილეთში შეტანა.

- ვა აიაქსი იგებს ტო.
- აუ ღადაობ? დაწერე რა რასაც ფიქრობ, ეს დედამოტ.... მთელი დღე ვიძახდი აიაქსის მოგებას...

0

მოვუშვებ ფაჩარს

ფრაზა გამოიყენება იმ ადამიანის მიერ რომელიც რაიმე მოვლენის შემდეგ არ ანერვიულდება.

ბიჭო, ჰამლეტა დაიბრიდა..
მოვუშვებ ფაჩარს...

0

ძმობის ხიდი

როდესაც ადამიანს დიდი და გადაბმული წარბები აქვს.

- ეა ნახე რა, ძმობის ხიდი აქვს შუბლზე.

0

ახლობელს მოუვიდა

როდესაც ამბავს ყვები, ზედმეტი დამაჯერებლობისთვის ამატებ, რომ ეს ახლობელს გადახდა.

- მართლა ტო??
- კი, ახლობელს მოუვიდა!

0

დედა მოტ****ის ერთი

ადამიანი რომელიც თითქმის არავის არ უყვარს, მაგრამ ფაქტს ვერ ავუვლით გვერდს, რომ ის რაღაც კონკრეტულ საკითხში ძალიან მაგარია და არგინდა ამის აღიარება.

-ბიჭო ეს ვინაა , "ფუტბოლს" რა მაგრად თამაშობს
-დედამოტყნულის ერთია

0

ერთი გაუვარდა და გადაიჯვა თავზე

როდესაც რაიმეს თამაშობ და სრულიად უნიჭოს რაღაც კარგად გამოუვა და შემდეგ გონია, რომ ყველაზე კარგად თამაშობს.

-ნახე რა გიჟი ვარ
-ერთი გაგივარდა და ნუ გადაიჯვი თავზე