0

გულის ბოქსიორი

ნიშნავს ადამიანს, რომელმაც შენი გული დაიპყრო, უბრალოდ ეს ფრაზა გამოხატავს ამ გრძნობის სიძლიერეს.

ესაა ჩემი გულის ბოქსიორი.

1

იციან , მაგრამ ჩემებთან მაინც არ ვეწევი რა

პასუხი კითხვაზე , ,,სახლში იციან რომ ეწევი`` ? .
გამოხატავს უფროსისადმი პატივისცემას.

-სახლში იციან , რომ ეწევი ?
-ხვდებიან , მაგრამ ჩემებთან მაინც არ ვეწევი რა
-თუ იციან რა პრობლემაა?
-რავი ტეხავს მაინც .

0

ხო და მაგის დედასშევ*ცი

უბნის ბიჭის ისტორიის დაწყების ერთ-ერთი საშუალება , რომლითაც ამბავს ამძაფრებენ და მეტ ინტრიგას აგდებენ.

-ხო და გიყვები მაგის დედასშევე*ი

1

გავიცნოდ ლამასო?

ფრაზას აქტიურად იყენებენ გადაშენების პირას მყოფი ბიოლოგიური არსებები, გოგოების შესაბმელად! ხშირ შემთვევაში სიტყვათა ამ კომბინაციას მოსდევს გინება და გინებასთან ასოცირებული სიტყვები.

ფეისბუქის ჩატი:

-გავიცნოდ ლამასო?
-გავიცნოდ ლამასოო?
-გავიცნოდ ლამასოოოო????
-ფუ ბოზი...
-გავიცნოდ ლამასო?...
და ა.შ

0

ბოლო ჭიქაა

როდესაც გარშემო მყოფებს არწმუნებ რომ მეტს აღარ დალევ , არადა ახლა იწყებ დალევას.

-მეტს აღარ დავლევ ბოლო ჭიქაა.

0

პროგრამისტი

პროგრამისტის ქართული განმარტებაა ყველაფერშიკი.მითიური პერსონა რომელსაც პროგრამირების გარდა შეუძლია გატეხოს ე.წ : ფბ,ოდნო ან თუნდაც სკაიპი.ასევე შეუძლია შეაკათოს ყველა სახის ტექნიკა: პულტი,მობილური ტელეფონი და თუ ძალიან მოინდომებს მაგნიტაფონიც.ძირითად შემთხვევაში გამოიყენება ვინდოუსის გადასაყენებლად

-შენ ხო პროგრამისტი ხარ?
-კი
-ერთი გოგოს ფბ-ს გამიტეხავ?ოღონდ ჯერ ვინდოუსი გადამიყენე

0

ჭუჭუ

კუტუს არა აღმატებული ფორმა. სასქესო ორგანოს ეს სახეცვლილება გვხვდება 1-8 წლის ფავშვებში ჰა,ჰა გაწი-გამოწი,მაქსიმუმ 9 წლამდე

ჭუჭუა გამიწითლდა და მანგანცოვკაში ჩამაყოფინეს

0

თესლი, რეკლამშიკი ბიჭი

მისი ტვინი სხვებისაზე 100 გრამით მეტია და ძირითადად კრეატივით არის დატვირთული. 25დან 35 წლამდე, ძალიან მიმზიდველი, კარგი იუმორის მქონე, საუკეთესო ქლაბერი, 4GB-ს და Tbilisi Open Air-ს მინ. 72 საათიანი სტუმარი, ყველა ინტელექტული-ჰიპსტერი გოგოს გული ვარდი და სულის წამალი. თუმცა უნაკლო ვინაა? არავინ, ალბათ სწორედ ამიტომ ყველა ასეთ ბიჭს შეყვარებული ჰყავს.

თესლი რეკლამშიკი ბიჭის წინადადებაში ჩასმა მრავალნაირად შეიძლება.