ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ცხვარი და ოციანი

მამაკაცური მადლობის გადასახდელი დაპირება. ძირითადად იყენებენ რამე ჯიგრული დახმარებისას მადლობის გადასახდელად. თავის თავში მოიაზრებს კაი სუფრას, ერთ ცხვარსა და ოცლიტრიან ბოცა ღვინოს ბოლომდე ჩასაპროჭად.

-აუ ძმაო საღოლ მაგრა დამეხმარე, ცხვარი და ოციანი ჩემზე იყოს!
-იასნა ბრატ, დავიმახსოვრებ.

0

პრახადნოი დვორი

რუსული ტერმინი, პირდაპირ თარგმანში გასასვლელი ეზო. გამოხატავს სიტუაციას, როდესაც რამე ღონისძიებაზე ან პონტზე დოხუი ნიპრიჩომ ხალხი იჩითება.

-რა არის ეს რა პრახადნოი დვორი მომიწყვეთ ბლიად!
-კარგი რა მამა, ეს ხომ შენი შვილიშვილის მეგობრები არიან

0

გაკაწვრა (სადმე)

ნიშნავს სადმე წასვლას არაფხიზელ მდგომარეობაში. ძირითადად იყენებს "ხიდისა" და "ბასიანის" ჩაყლეებული გამოდრაგებული მოგულავე სასტავი, მაგარი დედისმტყვნელი გულაობიდან მოშიებულზე შაურმის გადასარტყავად (იხ. განმარტება) წასვლისას.

-აუუუ, რა დედისმტყვნელი გულაობა დაიდოო!! *დიჯეის სახელი*-მა იმენა იკისრაა!
-აუ ცვეტში, წამო შაურმებზე გავკაწროთ შეჩკა, გადავიტყნავდი ახლა კაი შაურმას
-დავაი!

0

პიზდეცინტელექტუალი

პიროვნება, რომელიც უცხო საზოგადოებაში ტვინს ტყნავს თავისი ზეგანათლებულობით და იცის შეცემა ხოლმე საკუთარი "პირადი აზრის" დემონსტრაციით. როგორც წესი, ძირითადად წარაკუა (იხ. განმარტება) ინდივიდები არიან, რომლებშიც სნობიზმის დონე უსაზღვროა.

-გაიგე გოგო გუშინ ნინიმ ლექციაზე რა თესლად ისაუბრა?? ტვინი გადმოსდიიის!
-აუ მოაშორე ეგ პიზდეცინტელექტუალი წაკლუშკა აქედან!

0

შეჩკა

შეჩემას რბილი, მოფერებითი ფორმა. ძირითადად იყენებენ "ხიდისა" და "ბასიანის" ჩაყლეებული მოგულავე კამანდა ერთმანეთთან კომუნიკაციისას.

-აუ, შეჩკა რამე გააძრე რა
-აუ იდი ნახუი რა ჩემთვის არ მაქ!

0

სწერვა

მდედრის დამახასიათებელი ტერმინი, რომელიც მოიცავს ისეთ ადამიანს, რომელიც ცინიკურად ეპასუხება გარშემომყოფთ და ცდილობს მათ დამცირებას უმიზეზოდ. ძირითადად უკარებები არიან და ძალზედ სნობები

-ოო გოგო, ხო იცი რო ვერ ვუგებ მაგ გოგოოს!
-რატო გოო?
-მაგარი სწერვაა და მაგიტოო, კორპორატიულზე გამაბანძაააა...

0

ჩემი კაი

გამოყლევების სტადია, როდესაც პიროვნებას არ ძალუძს დაასრულოს ფრაზა "ჩემი კარგი მოვტყან" და სანაცვლოდ იმეორებს ამ ფრაზას მიყოლებით, რითიც გაოცებას ვერ მალავს.

-გუშინ ქალი გადავარჩინე დახრჩობას.
-ვაა ჩემი კაი, საღოლ ტო, ჩემი კაი ტო აზზე ხარ?

0

იმენა

რაიმეს დასაზუსტებელი, ემოციის გასამძაფრებელი დანართი.

-შარშან იმენა მაგარი წელი იყო, ეს რა არის წელს ტო. იმენა ყლეურად დაიწყო!
-აბა ტო

0

ფრონცკი

ადამიანი "ტრაკში პერო" (იხ. განმარტება), ოღონდ უფრო დაბალი ხარისხის და ნორმალურ გზაზე დადგომის მეტი შანსით.

-აუ ნინი რა ფრონცკია, სულ კაფეებში ათენებს
-აბაა გოოგოოოო

0

გესა

ტექნო არტისტი GESAFELSTEIN, რომელსაც გამოცდილი მოგულავე სასტავი/კაიბიჭობა ასე უწოდებს შემოკლებულად, რადგან უფრო თესლურად ჟღერს

-ბიჭო ხვალ სამერსეტზე რა პონტი იჩითება?
-აუ ხოაზზეხარ გესა უკრავს ტო! მაგარი ჩაჭერა იქნება!