0

ცხვარი და ოციანი

მამაკაცური მადლობის გადასახდელი დაპირება. ძირითადად იყენებენ რამე ჯიგრული დახმარებისას მადლობის გადასახდელად. თავის თავში მოიაზრებს კაი სუფრას, ერთ ცხვარსა და ოცლიტრიან ბოცა ღვინოს ბოლომდე ჩასაპროჭად.

-აუ ძმაო საღოლ მაგრა დამეხმარე, ცხვარი და ოციანი ჩემზე იყოს!
-იასნა ბრატ, დავიმახსოვრებ.

0

პრახადნოი დვორი

რუსული ტერმინი, პირდაპირ თარგმანში გასასვლელი ეზო. გამოხატავს სიტუაციას, როდესაც რამე ღონისძიებაზე ან პონტზე დოხუი ნიპრიჩომ ხალხი იჩითება.

-რა არის ეს რა პრახადნოი დვორი მომიწყვეთ ბლიად!
-კარგი რა მამა, ეს ხომ შენი შვილიშვილის მეგობრები არიან

0

შეჩკა

შეჩემას რბილი, მოფერებითი ფორმა. ძირითადად იყენებენ "ხიდისა" და "ბასიანის" ჩაყლეებული მოგულავე კამანდა ერთმანეთთან კომუნიკაციისას.

-აუ, შეჩკა რამე გააძრე რა
-აუ იდი ნახუი რა ჩემთვის არ მაქ!

0

ჩემი კაი

გამოყლევების სტადია, როდესაც პიროვნებას არ ძალუძს დაასრულოს ფრაზა "ჩემი კარგი მოვტყან" და სანაცვლოდ იმეორებს ამ ფრაზას მიყოლებით, რითიც გაოცებას ვერ მალავს.

-გუშინ ქალი გადავარჩინე დახრჩობას.
-ვაა ჩემი კაი, საღოლ ტო, ჩემი კაი ტო აზზე ხარ?

0

იუზგარ

სპარსული სიტყვაა, სიტყვასიტყვით ნიშნავს ძმას. გამოიყენება ისეთი პიროვნების დასახასიათებლად, რომელიც ზნე-კეთილია, ჯიგარი და თანაც ალალი. ხანდახან გამოიყენება უბრალოდ მიმართვისას იუზგრების საზოგადოებაში

-იუზგარ, ვაჟაზე სამად გავალთ?
ან
-იუზგარ, სიგარეტი ხო არ გექნება?

0

გესა

ტექნო არტისტი GESAFELSTEIN, რომელსაც გამოცდილი მოგულავე სასტავი/კაიბიჭობა ასე უწოდებს შემოკლებულად, რადგან უფრო თესლურად ჟღერს

-ბიჭო ხვალ სამერსეტზე რა პონტი იჩითება?
-აუ ხოაზზეხარ გესა უკრავს ტო! მაგარი ჩაჭერა იქნება!

0

როჟა

ადამიანი, რომლის სახელია არავის ახსოვს, მაგრამ საჭიროა საუბარში მისი მოხსენიება.

-აუ ნინის ფართიზე რო ვიყავით გახსოვს რა კაი იყო?
-ოო, არა გოოგოო.. ის ვიღაც როჟა რო იყო, ლუდი რო გადამასხა კაბაზე იმენა მომიჯვა მუღამში.

0

პიზდეცინტელექტუალი

პიროვნება, რომელიც უცხო საზოგადოებაში ტვინს ტყნავს თავისი ზეგანათლებულობით და იცის შეცემა ხოლმე საკუთარი "პირადი აზრის" დემონსტრაციით. როგორც წესი, ძირითადად წარაკუა (იხ. განმარტება) ინდივიდები არიან, რომლებშიც სნობიზმის დონე უსაზღვროა.

-გაიგე გოგო გუშინ ნინიმ ლექციაზე რა თესლად ისაუბრა?? ტვინი გადმოსდიიის!
-აუ მოაშორე ეგ პიზდეცინტელექტუალი წაკლუშკა აქედან!

0

ფრონცკი

ადამიანი "ტრაკში პერო" (იხ. განმარტება), ოღონდ უფრო დაბალი ხარისხის და ნორმალურ გზაზე დადგომის მეტი შანსით.

-აუ ნინი რა ფრონცკია, სულ კაფეებში ათენებს
-აბაა გოოგოოოო

0

პროჭის გასაღების დაკარგვა

ალკოჰოლით გაპროჭვის ისეთი სტადია, როდესაც გაპროჭილს არ შესწევს ძალა გადაადგილდეს დამოუკიდებლად, კარგავს მეხსიერებას და რწყავს არემარეს ნარწყევით.

-გუშინ რა მოხდა შეჩემა? აქ რატო გავიღვიძე?
-წუხელ პროჭის გასაღები გქონდა დაკარგული შეჩ, მთელი პლეხანოვი მორწყე იმენა..