0

რაღაცას ველოდები, და მერე მოვხევ აქედან რა...

ფრაზას მოისმენთ ნებისმიერი უბნის ბირჟაზე. ბირჟის წევრები ელოდებიან მისტიურ მოვლენას, რომლის შემდეგაც "დაგაზავენ" საქართველოდან და ყველაფერი კარგად იქნება...

-გამუარჯოს კვიტრიხ, ძმა რას შვები კიდე ბირჟას ამაგრებ?
-ბიჭო ხოო რა, აი რაღაცას ველოდები და მერე მოვხევ აქედან რა.

0

მუხლი

ბუნებრივი პირობებიდან და გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ავტონომიურად ჩამოყალიბებული სივრცე სპორტული ტიპის შარვლებზე. ამ შემთხვევაში ადამიანის გარეშეც, უკვე დამოუკიდებლად შეუძლია სპორტულ შარვალს იქონიოს მუხლი და შეინარჩუნოს საწყისი პოზიცია მიუხედავად პატრონისა. მუხლი განსაკუთრებით აქტუალური იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სპორტული შარვლის ბაზარზე დეფიციტი შეინიშნებოდა და ამასთანავე უბანშიც მოდურ სამოსად ითვლებოდა.

-რაშვები, წამო უბანში ფუტბოლი ვიყომაროთ!
-ბიჭო ჩემი შარვალი გასარეცხია და ჩემი ძმის მუხლი დიდი მაქ :(

0

მოიცა ყვავი ჩამოჯდება

სიგარეტის ბოლომდე ან ნახევარზე მეტის მოწევის მცდელობის გამართლება. როდესაც ახალი მოკიდებული გაქვს და ვინმე (ხშირ შემთხვევაში ძმაკაცი) შეგეზიარება მოწევაში.

-დამიტოვე რაა...
-მოიცა ყვავი ჩამოჯდება!!

0

ვართ სასტავი

სტადიონზე ჩამოსატყუებლად გამოყენებული ფრაზა,რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სიცრუის ელემენტებსაც,მაგრამ მას ხშირ შემთხვევაში შედეგი მოაქვს

-ჩამო რა შეჩემა ერთი ორი ხელი მოვცხით,ვართ სასტავი

0

ავიდეთ ჩემთან ფილმს ვუყუროთ

ამ მეგობრული შეთავაზებით ბიჭი ხსნის თავის კარტებს და ეუბნება გოგონას რომ ის დაიკოზე გაცილებით მეტია და ცდილობს 3 ღამე ბაღში ზასაობა ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანოს.

ბიჭი - წამო ჩემთან ავიდეთ რამე ფილმს ვუყუროთ
გოგონა - სახლში გადავრეკავ მაშინ
გოგონა- დეეე დღეს თაკოსთან ვრჩები, მამას უთხარი არ ინერვიულოს

0

ნეტა თქვენი ასაკი მომცა

ძირითადად იყენებს "ვზროსლი" კამანდა რომელსაც მისი თქმით ბევრი შეეძლო როცა ამ კონკრეტული ადამიანის ასაკის იყო ვისაც იმ მომენტში ესაუბრება. ამ ნათქვამში იგრძნობა სევდა და ნოსტალგია 80%-ში არარსებულ რაღაცაზე. ეს ასევე შეიძლება იყოს მოტივატორი ახალგაზრდებისთვის რომ უფრო "მოიხოდონ"

ბირჟა (ბირჟავიკები და უბნის ახალგაზრდა თაობა)
ერთ-ერთი ბირჟავიკი : რას დვიჟენიობთ ვაბშე?
ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი: რავი არაფერს
ბირჟავიკი: კაიი რა ნეტა თქვენი ასაკი მომცა გადავურბენდი ნახევარ ქალაქს.

0

კრაკადილი

რუსული სიტყვა რომელიც ქართულად ნიშნავს ნიანგს და ვსო:)))))))

"კრაკადილზე ვზივარ" ანუ ნიანგზე ზის:))))))))))

0

ბიჭებს რამით ხომ ვერ დაგვეხმარები

როდესაც დედა ფულს არ გაძლევს და ვისთანაც გაგდის (ანუ პატარა მძრეველა ბავშვებთან) იმ პიროვნებებს ართმევ არსებულ თანხას

-ბიჭებს რამით ხომ ვერ დაგვეხმარები
-არა ძმა ფული არ გვაქვს
-მაშინ ტელედონი დავალომბარდოთ

0

უბორკა

სიტყვა, რომელსაც ძირითადად გამოიყენებენ დიასახლისები, რომლებიც ალაგებენ სახლს.

ყავის დასალევად არ გამოხვალ?
არ მცალია უბორკა მაქვს.