0

დადუყლუყება

მამაკაცისთვის ქალის მიერ საკუთარი მენსტრუაციული სისხლის ძალით ან შეპარვით დალევინება.გამოიყენება მაგიის სახით რათა კაცს თავი მოაწონონ. ზმნა მოდის სიტყვა "დუყლუყი"-დან რომელიც თვიურს ნიშნავს.

-რა ვერ დაანება ამ გოგოს თავი?
-ხო ბიჭო მგონი დადუყლუყებულია.

0

ძმათხოვარი

ძმაკაცი რომელიც სულ ფულს გთხოვს და ჩამოყალიბებული მათხოვარია

-ძმა, ფულს ხომ ვერ მასესხებ?!
-20 ლარი მასესხე რა
-კრისტალზე ჩამირიცხე

0

აფსაიტი

Offside–ის დამახინჯებული ფორმა, რაც ფეხბურთში თამაშგარე მდგომარეობის აღმნიშვნელია.

აუ არადა რა მაგრად გავიყვანე და აფსაიტიო...

0

მოგიტყან პირიდან პროჭი

გინება ფანტასტიკის სფეროდან. არავინ იცის ეს როგორ შეასრულო, მაგრამ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

- მოგიტყან პირიდან პროჭი, შე ახვარო!

0

საუნა

ჩვეულებრივ საუნა სპეციალური ოთახია სადაც ძალიან ცხელა, ხალხი მიდის და ოფლად იღვრება, მაგრამ ქართველ ხალხში საუნას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და ის ბორდელის სინონიმია.

*ქუჩაში*
- ჯიგარო, აქ სადღაც საუნა როიყო დაკეტეს თუიცი?
- კი ძმა დაკეტილია 2 თვეა უკვე.

0

რო გაგსიებია მაგ თავი ბოინის ძაღლივით

გამოიყენება თავგასიებული (დიდი თავის მქონე) ადამიანის მიმართ,ეს ფრაზა ცინიზმით არის გაჯერებული. ბოინის ძაღლი აღნიშნავს ძაღლს, რომელიც ბოინის ირგვლივ ატარებს მთელ დღეს და ნარჩენი ხორცების ჭამით ირჩენს თავს.

-გამეიწიე აქეთ ბიჯო ვეღარ ვუყურებ, რო გაგსიებია მაგ თავი ბოინის ძაღლივით.

0

სატანისტები

სიტყვა "სატანისტი" გამოიყენება ხალხზე რომელიც არიან მეტალ სუბკულტუურის მიმდევრები ცხოვრობენ თავისთვის და არავის არაფერს უშავებენ.

ნახე შეჩემა ემოები მოდიან
ეგენი კატებს არ ატყავებენ?

0

ნაღდი მყიდველი

ფრაზა რომლის დახმარებითაც გამყიდველი ცდილობს რიგითი გამვლელის გადაქცევას პოტენციურ კლიენტად.

თუ ნაღდი მყიდველი ხარ დაგიკლებ

1

ვინ უნდა გამოხვიდე?

სრულიად უაზრო და გრამატიკულად გაუმართავი კითხვა,რომელსაც იყენებს სრულწლოვანი ადამიანი უსუსური არსების-პირველ კლასელი ბავშვის მიმართ.კითხვის პასუხი კი აუცილებლად ან პოლიციელია,ან ექიმი

-აბა შენ მითხარი,რომ გაიზრდები ვინ უნდა გამოხვიდე?
-პოლოციელი
-ოოო მალადეც