0

ვოლკივით მგელი

იხმარება რუსული ენის არმცოდნე სუბიექტების მიერ განსაკუთრებული გმირული საქციელის ჩამდენი ობიექტის მიმართ

- იმენა ვოლკივით მგელი ხარ

0

ბოტვინიკი ხარ შეჩემა?

ძირითადად იხმარება სამაგიდო თამაშის თამაშისას, როდესაც ერთ-ერთ მოთამაშეს სტანდარტულზე მეტი დრო სჭირდება სვლის გასაკეთებლად

- ბოტვინიკი ხარ შეჩემა? მალე რა!

0

ჯიბლიბო

კატის პროჭში უნებურად ჩახედვის საზღაური, რომელიც ლეგენდის თანახმად თვალზე ამოდის

- ნუ უყურებ, ჯიბლიბო ამოგივა
- რა ნახე მანდ საინტერესო, გადის რამე?

0

ჩაგაჯვი ყურში გადაეცი სხვას

ცხელი კარტოფილის მსგავსი საბავშვო თამაში, რომლის მიზანია, ყურში ჩანაჯვამი 10 წამზე ნაკლებ დროში გადაულოცო სხვას

- ჩაგაჯვი ყურში გადაეცი სხვას
- ჩაგაჯვი ყურში გადაეცი სხვას...

0

გასაღებაზე ხარ?

ძირითადად იხმარება ოჯახის წევრის მიმართ, რომელმაც საჭიროზე მეტი საჭმელი გააკეთა და ჭარბი ინტენსივობით გვთავაზობს მის ჭამას, რათა არ გაფუჭდეს

- ნოდო, მოდი ჭამე ლობიო (მე -12ჯერ)
- რაიყო, გასაღებაზე ხარ?

0

სიძე

თანამდეობა,რომლის დაკავების შემდეგაც ნებისმიერი მამაკაცი ვალდებულია შეასრულოს ცოლის ნათესავების მოთხოვნები და სურვილები.

-გელა კარგად ფეხით გავივლი
-არა რა ფეხით ჩემი სიძე ჩაგარბენინებს

0

ნარცისი

ადამიანი, რომელიც პირბადეს ტანსაცმელს უხამებს

*აფთიაქში*
-აუ ეგ არ მინდა, შავი პირბადე არ გაქვთ?