0

ხელი დავდოთ ბრატ

ფრაზა,რომელიც აქტუალურია სკოლებსა და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში.ასეთ დროს კუნთოვანი მასა დიდი დატვირთვის ქვეშაა,ვინაიდან ხდება ძალის დემონსტრირება.ხშირ შემთხვევაში ხელის გადაწევის ინიციატორი ფიზიკურად უფრო ძლიერია,ვიდრე მისი მეტოქე

"ხელი დავდოთ ბრატ?ვნახოთ ერთი რა ბიჭი ხარ

0

სალტოს აკეთებ?

უნახავი ბავშვების მიერ დასმული კითხვა ტანმოვარჯიშის დანახვისას,რომელსაც დადებითი პასუხის შემთხვევაში განცვიფრება და სალტოს დაჟინებული მოთხოვნა მოჰყვება

-სალტოს აკეთებმ
-კი
-აუ ერთი გააკეთე რა

0

თეფშის მოპრიალება

ლეგენდის თანახმად,თუ თეფშს არ მოაპრიალებდი,მახინჯი ცოლი გეყოლებოდა.ამიტომაც ყველა ბავშვის პრიორიტეტი საჭმლის ბოლომდე ჭამა და შემდგომ თეფშის მოსუფთავება იყო

"თეფში მოაპრიალე თორე მახინჯი ცოლი გეყოლება"

0

ვართ სასტავი

სტადიონზე ჩამოსატყუებლად გამოყენებული ფრაზა,რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სიცრუის ელემენტებსაც,მაგრამ მას ხშირ შემთხვევაში შედეგი მოაქვს

-ჩამო რა შეჩემა ერთი ორი ხელი მოვცხით,ვართ სასტავი

1

ვინც შენ პრავა მოგცა...

აღნიშნული ფრაზა გამოხატავს პროტესტს მძღოლების,უფრო ხშირად კი ქალი მძღოლების მიმართ.ფრაზას თან ერთვის გინება და უცენზურო სიტყვები

-ნახე რას აკეთებს...ფუიი ვინც შენ პრავა მოგცა...ქალი ზის უეჭველი

0

ლიჟბი პირველმა დავარტყა

ძალის გამომხატველი ფრაზა,რომელსაც მოჰყვება ტყუილი,რომლის მიხედვითაც პიროვნება ერთი დარტყმით დააგდებს ან გათიშავს მოწინააღმდეგეს.ფრაზას ძირითადად იყენებს 40-50 კილოიანი მოზარდი

"ლიჟბი პირველმა დავარტყა და დედას ვუტირებ"

1

ვინ უნდა გამოხვიდე?

სრულიად უაზრო და გრამატიკულად გაუმართავი კითხვა,რომელსაც იყენებს სრულწლოვანი ადამიანი უსუსური არსების-პირველ კლასელი ბავშვის მიმართ.კითხვის პასუხი კი აუცილებლად ან პოლიციელია,ან ექიმი

-აბა შენ მითხარი,რომ გაიზრდები ვინ უნდა გამოხვიდე?
-პოლოციელი
-ოოო მალადეც

0

კარგად თქვენ?

ბავშვების საფირმო მიმართვა უფროსის დანახვისას.ეს არის პასუხი კითხვაზე:"როგორ ხარ?"

-როგორ ხარ?
-კარგად თქვენ?