ლიფტში ცხოვრობ?
კითხვა,რომელიც ერთგვარი საყვედურიცაა კარის არ დახურვის შემთხვევაში.მართალია კითხვის დამსმელმა იცის,რომ ლიფტში ცხოვრება არ შეიძლება,მაგრამ ამ დროს ნამუსზე აგდებს დამნაშავეს
"დაკეტე ეგ კარი რაიყო ლიფტში ცხოვრობ?"
კითხვა,რომელიც ერთგვარი საყვედურიცაა კარის არ დახურვის შემთხვევაში.მართალია კითხვის დამსმელმა იცის,რომ ლიფტში ცხოვრება არ შეიძლება,მაგრამ ამ დროს ნამუსზე აგდებს დამნაშავეს
"დაკეტე ეგ კარი რაიყო ლიფტში ცხოვრობ?"
ნასვამი ბრბოს მოთხოვნა სუფრის დასრულების შემდგომ,რომ ფოტო გადაუღონ ყველას ერთად.ფოტოგრაფის როლს კი ძირითადად იქვე ახლოს მყოფი თინეიჯერი ირგებს
-აუ კაცურად ერთი ჩაგვაკარტოჩკე რა
რაიმე თხოვნის უგულვებელყოფა,რომლის მიზანია ადამიანს ორ თითს შორის ჩააფურთხებინოს და უსუსურ არსებად აგრძნობინოს თავი
-ლარიანი მომე რა
-ჩააფურთხე!
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული კითხვა,რომელსაც სვამენ სოფლის ბირჟაზე მყოფი ძიაკაცები უცნობი ბავშვის მიმართ
-ვისი ბიჭი ხარ შენ?
-თენგიზასი
-ვაა ჩვენიანი ყოფილხარ
ფულის გამოძალვის ერთ-ერთი ხერხი,რომელიც ძირითადად ქუჩებში გამოიყენება.სასურველი შედეგის ვერ მიღწევის შემთხვევაში,შესაძლოა დაიწყოს მცირეოდენი შელაპარაკება
"20 თეთრი ხოარ გექნება ბრატ?კაი ბიჭებს გვჭირდება"
გამოიყენება იმის აღსაწერად,თუ როგორი გემრიელია საჭმელი.ეს უნიკალური სიტყვა მიესადაგება ყველანაირ საკვებს
"სასწაული ხინკალია.ცხონებაა რა"
"რა ჯობია კაი ხაშლამას ეხლა.ცხონებაა რა"
სასოწარკვეთილი კაცის ფრაზა,რომლითაც ამ ცხოვრებას და უფულობას ემდურის
"ამ უფულობის დედა მოვტ*ან"
სიტყვა,რომელიც გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე და ნიშნავს ტანისსამოსს.ძირითადად არსებობს კარგი და ცუდი ზმანები,მაგრამ შეიძლება იყოს მაგარი ზმანიც
"აუ ნახე რა ზმანებია"
"რა მაგარ ზმანზეა ეს ჩემისა"
შარვლის "ზმეიკის" შემცვლელი სიტყვა.გამოიყენება ძირითადად მაშინ,როცა ვინმეს ელვა აქვს შეხსნილი,ამას კი მხოლოდ ერთი პიროვნება ამჩნევს და ზრდილობიანად მიუთითებს,რომ შეიკრას.მისი სინონიმია-დუქანი
"მაღაზია/დუქანი გაქ ბრატ გახსნილი"
ბავშვების კოშმარი,რომელიც შესაძლოა ინდივიდის დასაშინებლადაც იყოს გამოყენებული.განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პურჩაყრილი სუპი,რომელიც საბავშვო ბაღიდან იღებს სათავეს.ლეგენდის თანახმად არსებობენ ბავშვები,რომელთაც აღნიშნული წვნიანი იზიდავს
-სუპი გიყვარს?
-ფუუუ არაა
-არც მე.საზიზღრობაა