მოიხოდეთ ბიჭებო!
გამხნევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხი,რომელიც ხშირ შემთვევაში ამართლებს
"მიდით მოიხოდეთ ბიჭებოოო!!უნდა მოვიგოთ ეს"
გამხნევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხი,რომელიც ხშირ შემთვევაში ამართლებს
"მიდით მოიხოდეთ ბიჭებოოო!!უნდა მოვიგოთ ეს"
ცრუ დაპირება,რომელიც გულისხმობს,რომ ადამიანი სიგარეტს აღარ მოწევს.ტყუილის ეს ფორმა ძირითადად გავრცელებულია 14-17 წლის მოზარდებში და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის წინადადების დასაწყისში ამატებენ "მართლა"-ს
-სიგარეტი ხოარ გექნება ბრატ?
-აბა აღარ მოვწევო?
-არა ეს მართლა ბოლო ღერია
მანქანის სახეობა. ასევე გამოიყენება ისეთი ადამიანის დასახასიათებლად, რომელსაც სახეზე ორის მაგივრად ერთი წარბი აქვს
"გაიპარსე ეგ წარბები მაზდა რო გაქ სახეზე"
მეტად ორიგინალური ხერხი ძლიერი ოპონენტის საცემად.ფიზიკურად სუსტი ბიჭების ერთგვარი კოზირი
"ლიჟბი პირველმა დავარტყა და დალშე ჩემია ტოოო"
ქვეწარმავლის ფოტო,რომლის ნახვისასაც დაქალები ერთმანეთს სოც.ქსელში თაგავენ.ამ დროს იყენებენ ისეთ გაცვეთილ ხუმრობებს,როგორიცაა:"გიპოვე,"შენი ბავშვობის ფოტოა","ყველგან შენ როგორ ხარ" და სხვ.თანაც მართა ჰგონიათ,რომ ეს ყველაფერი სასაცილოა
"@GauqmdaGauqmda შენ გიპოვეეე😂😂😂"
ლეგენდარული სასუსნავი,რომელიც გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე და იზიდავს ნებიემიერ ადამიანს,განურჩევლად ასაკისა,სქესისა და კანის ფერისა.აღნიშნული საკვები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პახმელიის დროს
-რა ღვინო იყო ამის დედა ვატირე,მისკდება თავი.კიტრის მწნილი გაასწორებდა ეხლა
ფრაზა,სადაც მთავარი ფიგურა ვიღაცის ბებიაა.გამოიყენება რაიმე ქმედების დასაკნინებლად და შეიცავს მცირეოდენ ტყუილის ელემენტებს,რადგანაც მოხუც ბებიას არ შესწევს რაიმეს გაკეთების ძალა
"რაუნდა მაგის გაკეთებას.მაგას ბებიაჩემიც იზავს"
უაღრესად კეთილი კაცისგან წარმოთქმული ფრაზა,რომელიც ბავშვებში დიდ სიხარულს იწვევს.ასეთ დროს ხურდა ლუდში ან სხვა რაიმე ღირებულ ნივთში იცვლება და არ აღემატება 50 თეთრს
"გიო მიდი რა ერთი ლუდი ამომიტანე და ხურდა შენი იყოს"
ფულის ერთ-ერთი ნაირსახეობა,რომელიც როგორც კორპუსში,ისე საკუთარ სახლში მცხოვრებ ადამიანს შესაძლოა გააჩნდეს.ტერმინი ძირითადად გამოიყენება ფულის დაზოგვის მიზნით რაიმე სახის პრობლემურ სიტუაციაში
-ჩემი ძმა 5 თეთრი ხოარ გექნება?
-არა ბრატ ლიფტის ფული მაქ მარტო
ბავშვობის ტკბილი მოგონება.ლეგენდის თანახმად,მოძრავ მასაში ვინც ბოლო აღმოჩნდებოდა გოგო იყო,ხოლო ვინც პირველი-შიშველი
"ვინც ბოლო,ის გოგო"
"ვინც პირველი,ის შიშველი"
"ვინც მეორე,ის მეღორე"
"ვინც მესამე,ის მეკარე"