1

ტო

გაურკვეველი წარმომავლობისა და მნიშვნელობის მქონე ბოლოსართი,რომელიც ნებისმიერ წინადადებაში შეიძლება იქნას გამოყენებული.ძირითადად იხმარება ბირჟებზე,მამრობითი სქესის წარმომადგენლების მიერ

-ნაირა ბიცოლა გარდაცვლილა
-აუ კაი ტო მართლა?

1

ჩემი სკოლაა!

სიამაყით წარმოთქმული ფრაზა.ძირითადად გამოიყენება უბანში დიდი პოპულარობით მოსარგებლე პერსონისაგან და ამით სხვებს ამცნობს,რომ ბავშვობაში ვუნდერკინდი იყო

"ნახე რა გააკეთა?ჩემი სკოლაა!"

2

პახმელია

მდგომარეობა დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ.ამ დროს ადამიანი ფაქტიურად პარალიზებულია და უჩნდება ისეთი საკვების მიღების სურვილი,როგორიცაა მჟავე კიტრი და ჩიხირთმა

-მაგარ პახმელიაზე ვარ ამის დედა ვატირე.ჩიხირთმა გაასწორებდა ეხლა

1

ხო არ ჩააწყე?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვა ჯოკრის თამაშის დროს,რომელსაც ბოლო ადგილზე მყოფი განწირული მოთამაშე იყენებს.კითხვა ბოლო რიგების ჩაშლისა და ახალი ხელის დაწყების წინაპირობაა

-ხო არ ჩააწყე?
-არა შეჩემა რა ჩავაწყე
-რა არა დაგინახე!ჩაიშალა ეს.ახლიდან არიგე

2

გახსოვს?

კითხვა,რომელიც მიმართულია ერთი პიროვნებისგან მეორისაკენ,ერთად გატარებული კარგი დროის გასახსენებლად

-კაი ქორწილი გადაიხადა გიომ.
-აუ აბაა გახსოვს რა დრო ვატარეთ?!

2

ჩაიწერე...პიატ პიატ დევიტ

ამ რუსულ-ქართულ სიტყვათა შეთანწყობას ხშირად წააწყდებით საქართველოს ტერიტორიაზე,ტელეფონის ნომრის ჩაწერინების დროს.მისი წარმოთქმის რეალური მიზანი კი რუსული ენის გამარიაჟებაა

-ჩაიწერე...პიატ პიატ დევიტ
-მოიცადეე...მითხარი აბა ეხლა

2

აბა ეხლა აუდე აქედან!

ბრაზის მეტად ცივილური ფორმა,რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე თხოვნის განხრციელების შემდგომ

-ლარიანი მომე რა
-აბა ეხლა აუდე აქედან!

1

MERRY CHRISTMAS

ქართულად ითარგმნება როგორც "პარიკმახერი მერი"

მერი ჭრის თმას

2

მერე სხვა თამაში წავიდოდა...

პროტესტის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა სპორტში(ძირითადად ფეხბურთში),რაც გულისხმობს,რომ პენალტის(ან რაიმე ღირებულის)დადების შემთხვევაში თამაში უფრო დაიძაბებოდა.ხშირ შემთხვევაში პროტესტის ეს ფორმა მიმართულია არბიტრისკენ.

მსაჯს რო ეგ პენალტი დაედო მერე უკვე ვაფშე სხვა თამაში წავიდოდა...

2

შეჩემა

საფირმო სიტყვა საძმაკაცოში,რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ წინადადებაში.არსებობს უფრო განვითარებული ფორმებიც:შეჩემისა,შეჩემალალა,შეჩეზე და ა.შ.

რასშვები შეჩემა რავახარ