2

შეაგინე ბიძიას

მიმართვა ბავშვს,რომელიც ძირითადად ხორციელდება მამის მხრიდან.ის მოუწოდებს შვილს,უწმაწური სიტყვებით შეამკოს ძიაკაცი,რაც ხშირ შემთხვევაში დაუყოვნებლივ სრულდება ბავშვის მიერ.

-შვილო მიდი,შეაგინე ბიძიას

1

თუ რამეა აქ ვარ

ადამიანის დასახმარებლად გამოყენებული ფრაზა.ამ დროს პიროვნებას ჰპირდები,რომ დაეხმარები,მაგრამ დაპირება ხშირ შემთხვევაში არ სრულდება

-თუ რამეა აქ ვარ.არ მოგერიდოს მთხოვე რაც გინდა

2

ცალწარბა

ადამიანი,რომელსაც ორის მაგივრად ერთი წარბი აქვს.ცალწარბიანობა გამოწვეულია თმის ზედმეტი რაოდენობით და ეს პრობლემა ძირითადად მამაკაცებს აწუხებთ

-რას გავხარ შე საცოდაო
-შენ ვის რას ეუბნები შე ცალწარბა

2

ხვალ დაგიბრუნებ

ტყუილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა,რომელიც ხშირ შემთხვევაში ფულთან მიმართებაში იხმარება.დაპირება კი რეალურად გულისხმობს,რომ მსესხებელს კიდევ მინიმუმ 1 თვით მოუწევს მოცდა

-აუ იზვინი რა ხელფასი არ ჩამირიცხეს დღეს და ხვალ დაგიბრუნებ რა

2

მუტრუკი

დიდი ფიზიკური ძალის მქონე ადამიანი,რომელსაც არ გააჩნია ზრდილობა,განათლება,ინტელექტი და სხვა ნორმალური ადამიანისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.რაიმე საქმის მოგვარების დროს,მუტრუკი მის ფიზიკურ შესაძლებლობებს იყენებს.

"რა მუტრუკია ეს ჩემისა"

2

მაყუთა

ადამიანი,რომელსაც ბევრი ფული აქვს,ამიტომაც ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.ამ ეპითეტით ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ამკობენ

"ვიცნობ მაგ გოგოს.მაგარი მაყუთა მამა ყავს"

2

გაგვისინჯე

ფრაზა,რომელიც გამოიყენება სუფრასთან.ამ დროს თამადა უბიძგებს ახლად მოსულ სტუმარს,რომ გასინჯოს და შეაფასოს ღვინო

"მოდი ერთი ღვინო გაგვისინჯე რა"