ამ „ფრაზას“ იყენებენ ყურებამდე შეყვარებული ახალგაზრდები,რომელთაც სურთ არ „გაუბაზრდეთ“ გრძნობები გოგოს მიმართ. ამ ფრაზის გამოყენებისათვის აუცილებელია სუბიექტს ქონდეს რაიმე ტიპის ურთიერთობა გოგოს ძმასთან,თუნდაც უბრალო ნაცნობობა.
-იკუშ გევასება ხო ანი?
-კაი რა,ძმაკაცის დაა შეჩემა.
ეს ფრაზა გამოიყენება ძმაკაცის ან მეგობრის გონებრივი შესაძლებლობის აღსაწერად. ამ ფრაზით მიმართავენ ადამიანს რომლის IQ ძალზედ დაბალია და ნიშნავს იმას, რომ არა თუ ტვინით არამედ სასქესო ორგანოთ აზროვნებს.
უტვინო კითხვებს პასუხობენ ასე:
-შიგ ხო არ გაქ ?! (ფრაზა კი რა თქმა უნდა ირონიულია და პასუხია დიახ!)
ქართული სიტყვაა და ნიშნავს ტკივილისას ნაპოვნ გულს
გულისტკივილი
ამ სიტყვებით ძირითადად მიმართავენ ძმაკაცს, რათა თავი დააღწიოს ღრმა დეპრესიას. მუშაობს შემთხვევების 99.9%_ში.
-გამო დავლიოთ შეჩემაალა
-ბიჭო რაღაც არ ვარ ხასიათზე ესდღეებია
-ნუ ქალიშვილობ
ფულის ხარბი, ან მათხოჯი ადამიანის ფრაზა, რომელიც ერთი ღერი სიგარეტისთვის ბალაყანას ჩაიდებს პირში
-აუ სიგარეტი გვაქ საყიდელი
-გავაპახავებთ, კაცო დაიკიდე
გამოიყენება როდესაც პიროვნებას კარგი აქვს მო**ნული და ცდილობს ჩერეზ ახლობლით გამოძვრეს
-თბილისში ბექას იცნობ?
განსაკუთრებით საშიში ფრაზა გამოიყენება აფექტის მდგომარეობაში მყოფი დედების მიერ მცირეწლოვანი შვილის მიმართ და ნიშნავს , რომ ჯერ ვერაფერს უზავს მარა სახლში მოუ**ნავს ყველაფერს
დამაცადე მიგიყვან სახლში!!
დეფეკაციის (ფეკალური მასების გამოყოფის) ქუჩური ეკვივალენტი
- სახლში ავირბენ, ერთ 4 ცალს გადმოვაგდებ და დავიძრათ
- ბაზარი არაა, გელოდები
დღევანდელ ქართულ რეალობაში დამკვიდრებული სიტყვათშეთანხმება, რომლის წარმომთქმელიც ამოწმებს ადრესატის გაბედულობას, იტყვის თუ არა უარს მასთან მისალმებაზე რაღაც ვირუსის გამო
- გაკოცო თუ გეშინია?
- მოდი კაცო, რა მეშინია
ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებენ საკუთარი მწირი ბიუჯეტის ფაქტის დასაფარად, როდესაც მოსაუბრე ან შემხვედრი ნაცნობი მათ სანაცვლოდ იწყებს მათი ხარჯის ანაზღაურებას. როგორც წესი, ასეთი ფრაზით პირველი პირი გადის ფსიქოლოგიურ ბარიერს და ცდილობს, დაარწმუნოს მეორე პირი, რომ არ ღირს ამა თუ იმ ხარჯის გაწევა, როდესაც სინამდვილეში, პირიქით, მოხარულია, რომ საკუთარი ბიუჯეტი დაზოგა.
ადგილები: სატრანსპორტო საშუალებები, რიგები მაღაზიაში ან სხვაგან.
- ფული გაწიე!
- არ გამაბრაზო ახლა!
- რას შვრები? არ გრცხვენია?
- ლამარა, ძალიან მაწყენინებ, იცოდე!
- ლია! შვილებს გაფიცებ! შვილები დაგაფიცე! დათუნას გაფიცებ!
- ხელი გამიშვი!
(შემთხვევითი დიალოგი)